„დასაკარგი არაფერი აქვთ“ | უკრაინელმა ექს-ფეხბურთელმა საქართველოსთან მატჩზე ისაუბრა
უკრაინელმა ყოფილმა ფეხბურთელმა, რუსლან ლიუბარსკიმ, ერთა ლიგაზე საქართველოსთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. 53 წლის ნახევარმცველის თქმით, „ჯვაროსნებს“ დასაკარგი არაფერი ექნებათ და წნეხის გარეშე ითამაშებენ.
„ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილად მსოფლიო კლასის ფეხბურთელია. „პარი სენ-ჟერმენში“ შესანიშნავი იყო და ახლა ჩვენთვის ხელსაყრელი ვითარებაა. უკრაინა ისეთ მდგომარეობაშია, ფსიქოლოგიური კუთხითაც, რომელშიც მთავარია, ბოლო ადგილი არ დაიკავოს. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ამას უნდა შეეგუონ.
როგორია ჩემი პროგნოზი? ვფიქრობ, გავიმარჯვებთ, მაგრამ მარტივი თამაში არ იქნება. ქართველებს დასაკარგი არაფერი აქვთ. ფრე ან წაგება მათ არაფერს მისცემს და ჩვენზე ნაკლები სტრესის ქვეშ იქნებიან, თუმცა ვფიქრობ, მაინც უკრაინა გაიმარჯვებს“.
ცნობისთვის, 5 ტურის შემდეგ უკრაინას 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციას იკავებს. საქართველო 2 ქულით ბოლო ადგილზეა და ჯერჯერობით გატანილი გოლის გარეშეა. უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა 17 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს