„საოცრება იყო“ | ლუკაკუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
რომელუ ლუკაკუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა. „ფენერბაჰჩეს“ თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და „წითელი ეშმაკების“ გულშემატკივრებს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აუწყა.
„16 წლის განმავლობაში ეროვნული გუნდისთვის ყველაფერი გავიღე და ყველანაირი ემოცია განვიცადე. საოცარი თანაგუნდელების გვერდით ვითამაშე, რისთვისაც ყოველთვის მადლიერი ვიქნები. მინდა, ყველა მათგანს მადლობა გადავუხადო. მინდა, მადლობა გადავუხადო მწვრთნელებს, რომლებიც მენდობოდნენ და მუხტს მაძლევდნენ, გუნდს დავხმარებოდი.
შესანიშნავი თავგადასავალი იყო და თითოეული მომენტით ვისიამოვნე. ბელგიელ გულშემატკივრებს მინდა, მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, რომელიც ეროვნული ნაკრებისადმი გამოხატეს. ვამაყობ, რომ ბელგიის ღირსება ოთხ მსოფლიო და სამ ევროპის ჩემპიონატზე დავიცავი.
ამ მომენტებს არასდროს დავივიწყებ. მშვიდად ვიღებ აქ გაჩერების გადაწყვეტილებას. საოცრება იყო. სასიამოვნო იყო. მადლიერი ვარ. მადლობა“, — დაწერა ლუკაკუმ.
ცნობისთვის, ლუკაკუმ ბელგიის ეროვნულ ნაკრებში 135 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 94 გატანილი გოლია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს