საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„თუ წავაგეთ, მალდერა უნდა წავიდეს“ | უკრაინაში საქართველოსთან მატჩზე ისაუბრეს

უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა, ოლეგ ფედორჩუკმა, ერთა ლიგის მომდევნო შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც „ლურჯ-ყვითლები“ საქართველოს წინააღმდეგ გამართავენ. უკრაინას ზედიზედ სამი წაგება აქვს და ფედორჩუკის თქმით, „ჯვაროსნებთან“ მარცხის შემთხვევაში საკადრო ცვლილებები იქნება აუცილებელი.

„საქართველოსთან მინიმუმ ფრე გვჭირდება, რათა ბოლო ადგილზე არ გავიდეთ. თუ წავაგეთ, ვფიქრობ, მალდერამ მთავარი მწვრთნელის პოსტი უნდა დატოვოს. ბანალურად ჟღერს, მაგრამ ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება გაუგებარი იქნება“.

უკრაინული პრესის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ირლანდიასთან მარცხის შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ანდრეი შევჩენკო, ანდრეა მალდერას დაუკავშირდა. შევჩენკომ მალდერასთან საუბარი გამართა და მას ნდობა გამოუცხადა. ამ მომენტისთვის უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია მის გაშვებას არ განიხილავს.

ცნობისთვის, 5 ტურის შემდეგ უკრაინას 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციას იკავებს. საქართველო 2 ქულით ბოლო ადგილზეა და ჯერჯერობით გატანილი გოლის გარეშეა. უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა 17 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ესპანეთის 43-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია 10-კაციანმა ინგლისმა დაასრულა
    ესპანეთის 43-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია 10-კაციანმა ინგლისმა დაასრულა