მანჩინი: “ბელგიამ გვაჯობა და ეს უნდა ვაღიაროთ“
რობერტო მანჩინიმ ბელგიასთან 1:4 მარცხის შემდეგ საკმაოდ ვრცელი კომენტარი გააკეთა. იტალიის ნაკრების მწვრთნელმა მარცხის მიზეზებად ფიზიკური დაღლა, მეტოქის ინდივიდუალური უპირატესობა და საფრანგეთთან წინა მატჩის შემდეგ დარჩენილი დაღლილობა დაასახელა.
მანჩინი:
„ფიზიკური თვალსაზრისით გარკვეული სირთულეები გვქონდა. საფრანგეთთან ჩატარებული მატჩის შემდეგ დაღლილობამ თავისი კვალი დატოვა. ერთი-ერთზე სიტუაციებში პრობლემები შეგვექმნა, ბელგიამ კი გვაჯობა და გამარჯვება დაიმსახურა. ძალიან ვწუხვარ, რადგან მოგებისთვის ვთამაშობთ და იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მოვედით ამ შეხვედრამდე, შემდეგ ეტაპზე გასვლა ნამდვილად გვინდოდა.
შეხვედრა კარგად დავიწყეთ, მაგრამ ორმა გაშვებულმა გოლმა გარკვეული სირთულეები შეგვიქმნა. შემდეგ კი, ცხადია, საფრანგეთთან მატჩის შემდეგ ფიზიკურად დავიღალეთ. როდესაც ბურთი ფლანგებზე გადაჰქონდათ, პრესინგის სწორად განხორციელება გვიჭირდა. ისინი პრობლემებს გვიქმნიდნენ. ბელგიამ გვაჯობა და ეს უნდა ვაღიაროთ.
კარგად დავიწყეთ, მაგრამ ძალიან მალე გავუშვით ჯერ გამათანაბრებელი, შემდეგ კი მეორე გოლი. ამის შემდეგ ბურთის გათამაშება გაგვიჭირდა. მეტოქე ძალიან მარტივად გვჯაბნიდა ნახევარდაცვაში. მატჩის გარკვეულ მონაკვეთში ფიზიკურად ძალიან გაგვიჭირდა. ბელგიამ ეს უპირატესობა კარგად გამოიყენა.
ვფიქრობ, შეგვიძლია გავუმჯობესდეთ. როდესაც პროგრესს მივაღწევთ, ასეთ გუნდებთან თანაბრად თამაშსაც შევძლებთ. დღეს ყველაფერი ცუდად წარიმართა, რადგან მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა. მიუხედავად იმედგაცრუებისა, ვფიქრობ, საერთო ჯამში დადებითი ბალანსი გვაქვს. ამ პერიოდში ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ და ეს ყველაფერი უნდა გავაგრძელოთ.“
შეგახსენებთ, რომ ბელგიასტან მატჩამდე იტალიამ თურქეთს მოუგო. შემდეგ საფრანგეთთან ფრე. შემდეგ ისევ თურქეთთან გამარჯვება და ბოლოს საფრანგეთი 3:1 დაამარცხა.
რობერტო მანჩინის გუნდმა ბელგიასთან წინა მატჩიც წააგო და ამის გამო ჯგუფში 10 ქულით მ-3 ადგილი დაიკავა, ბელგიამ კი მეორე. პირველ პოზიციაზე, 13 ქულით საფრანგეთი გავიდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს