ზინედინ ზიდანი, საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები, თურქეთის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

“პირველ ტაიმით ძალიან უკმაყოფილო ვარ“ - ზიდანი თურქეთთან მატჩის შემდეგ

ზინედინ ზიდანმა თურქეთთან მატჩის შემდეგ საკმაოდ საინტერესო შეფასებები გააკეთა. საფრანგეთის ნაკრებმა ბორდოში 2:1 მოიგო, თუმცა ზიდანი პირველი ტაიმის თამაშით უკმაყოფილო დარჩა. განსაკუთრებით შეაქო თურქეთის ნაკრები და არდა გიულერი.

ზიდანი:

„თურქეთი ძალიან კარგი და ტექნიკური გუნდია. როდესაც მეტოქეს პრესინგს არ ვუწევთ, ამის გამოსასწორებლად ძალიან ბევრი ენერგიის დახარჯვა გვიწევს. თურქეთი წინა მატჩთან შედარებით არ შეცვლილა. როდესაც ბურთს ფლობენ, ძალიან კარგად თამაშობენ. მათ შემადგენლობაში ძალიან კარგი და მაღალი ხარისხის ფეხბურთელები არიან. ამ საღამოს მათ ჩვენ სერიოზული პრობლემები შეგვიქმნეს.

პირველ ტაიმში კარგები არ ვიყავით. ფეხბურთელებს შორის დისტანციები ძალიან დიდი იყო. პრესინგიც არ გამოგვდიოდა და მეტოქეს ბევრი მომენტის შექმნის საშუალება მივეცით. შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ რეაგირება უნდა მოეხდინათ. პირველი ტაიმით უკმაყოფილო ვიყავი და რაღაცის შეცვლა გვჭირდებოდა. ამის შესახებ ვისაუბრეთ და მეორე ნახევარში მათ ეს ძალიან კარგად შეასრულეს.

საბედნიეროდ, ზოგჯერ ისეთი მომენტებიც დგება, როდესაც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდები და რეაგირება გიწევს. ჩვენ ეს შევძელით და ძალიან კარგადაც. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი საშუალო დონეზე ჩავატარეთ, მყავს ფეხბურთელები, რომლებიც თავს არ ზოგავენ. ისინი ყველაფერს აკეთებენ მოედანზე. ზოგჯერ შეიძლება ცუდი ტაიმი ჩაატარო, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია.

არდა ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია. თურქეთის ნაკრებში ბევრი კარგი მოთამაშეა, მაგრამ გიულერი განსაკუთრებული ხარისხის ფეხბურთელია.

ექვსი მატჩი ჩავატარეთ. შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ იმით, რაც გავაკეთეთ. იტალიასთან წაგებული მატჩიც კი, მთლიანობაში, უფრო დამაკმაყოფილებელი იყო, ვიდრე დღევანდელი შეხვედრა. მ ექვს შეხვედრაში ბევრი კარგი რამ ვნახეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, კიდევ არის საკითხები, რომლებიც უნდა გავაუმჯობესოთ. ეს პროცესი უნდა გავაგრძელოთ. მთავარია, ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ. ჩვენი მიზანი შესრულებულია, მაგრამ უკეთ თამაში შეგვიძლია და ასეც უნდა მოვიქცეთ.

შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ დღევანდელი თამაშის შინაარსით ყველა კმაყოფილი ვერ ვიქნებით, განსაკუთრებით პირველი ტაიმით. მეორე ნახევარში უკეთ ვითამაშეთ, ბურთს უკეთ ვაკონტროლებდით და მეტოქეს მეტი პრობლემა შევუქმენით. პირველი ტაიმის შემდეგ რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.“

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    დე ლა ფუენტე: “გამარჯვებას ისე შევეჩვიეთ, რომ უკვე თითქმის დაგვავიწყდა, რას ნიშნავს მარცხი“
    დე ლა ფუენტე: “გამარჯვებას ისე შევეჩვიეთ, რომ უკვე თითქმის დაგვავიწყდა, რას ნიშნავს მარცხი“