დინამო ბათუმი
Aa
Aa

დინამო ბათუმი მასშტაბურ სამიტზე - საერთაშორისო კავშირების გაძლიერება

პორტუგალიის დედაქალაქმა ლისაბონმა საფეხბურთო ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ ღონისძიებას TransferRoom Live Global-ს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა „დინამო ბათუმმაც“ მიიღო. სამიტზე ზღვისპირულ კლუბს სპორტული დირექტორი ჰაიკ ჰოვაკიმიანი და ქართული მიმართულების სკაუტი ნიკა ჭანტურია წარმოადგენდა.

ორდღიანი ინტენსიური პროგრამის ფარგლებში ბათუმის კლუბის დელეგაციამ სამუშაო შეხვედრები ოცზე მეტი გუნდის წარმომადგენელთან გამართა. პარტნიორულ ურთიერთობას და სამომავლო თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები ისეთ ცნობილ კლუბებთან შედგა, როგორებიც „ბილბაო“, „ლევანტე“, „საუთჰემპტონი“, „ოსერი“ და „მონცა“ არიან. სამუშაო სესიების გარდა, ჰოვაკიმიანი და ჭანტურია დაესწრნენ სპეციალურ გალა-დაჯილდოებას, რომელიც პლატფორმის მეშვეობით განხორციელებულ მეათითასე ტრანსფერსა და საფეხბურთო ინდუსტრიის ლიდერების დაჯილდოებას მიეძღვნა.

როგორც „დინამო ბათუმის“ ხელმძღვანელები აცხადებენ, მსგავსი დონის საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა მათთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს ხელს უწყობს ევროპულ კლუბებთან პირდაპირი კავშირების გამყარებას, მათი ფეხბურთელების საერთაშორისო ბაზარზე კარგად წარმოჩენას და მომავალი სატრანსფერო ფანჯრებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    დინამო ბათუმის სენსაციური მარცხი - კონკურენტებმა შანსი მიიღეს
    დინამო ბათუმის სენსაციური მარცხი - კონკურენტებმა შანსი მიიღეს