„განსაკუთრებით ხმაურიანი ატმოსფეროს მოლოდინი არ ყოფილა“ - უნგრული მედია საქართველოზე
ერთა ლიგის მორიგ ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, უნგრულმა მედიამ აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით დაწერა:
„განსაკუთრებით ხმაურიანი ატმოსფეროს მოლოდინი არ ყოფილა. მატჩამდე საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, შოთა არველაძემ ჩვენს გაზეთს განუცხადა, რომ მიხეილ მესხის სტადიონზე განსაკუთრებული ხმაური იშვიათად არის და გარემო უფრო ხმაურიან თეატრს ჰგავს — გულშემატკივრები მხოლოდ მაშინ აქტიურდებიან, როდესაც მასპინძლები შეტევაზე გადადიან.
სამწუხაროდ, მალევე გამოჩნდა, როგორი ხდება სტადიონზე ატმოსფერო, როდესაც ადგილობრივი გუნდი შეტევას იწყებს: უკვე მე-40 წამზე ბალაშ ტოტს მოგერიება მოუწია, მეხუთე წუთზე კი მარკ ცინგერმა სახიფათო დარტყმა დაბლოკა. მე-10 წუთზე ახალგაზრდა მცველმა გიორგი მიქაუტაძესაც შეუშალა ხელი, რომელიც დარტყმისთვის ემზადებოდა მას შემდეგ, რაც ვილი ორბანმა წააქცია.
მოედანზე ნანახი კარგი ნამდვილად არ იყო, თუმცა დაახლოებით 15 წუთის შემდეგ მასპინძელთა შეტევები შენელდა. მე-14 წუთზე უნგრელებმა პირველად დაარტყეს კარისკენ: სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ როლანდ შალაიმ 20 მეტრიდან ბურთი კარისკენ გაგზავნა და გიორგი მამარდაშვილს ჩართვა აიძულა.
მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის ნაკრებმა საწყის წნეხს თავი დააღწია, მძიმე დარტყმა მალევე მიიღო: როლანდ შალაის მიერ ბურთის დაკარგვის შემდეგ ვილი ორბანმა მოედნის ცენტრთან ახლოს აჩქარებული გიორგი წიტაიშვილი წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. შედეგად, გუნდის საუკეთესო მცველი დისკვალიფიკაციის გამო ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩს გამოტოვებს.
საბოლოოდ ყველაფერი მაინც ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა. სტანდარტული მდგომარეობა გამოვიყენეთ და ასევე კონტრ-შეტევა გოლად ვაქციეთ, რამაც ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების საშუალება მოგვცა. ახლა წინ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩია.“
ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, უნგრეთი ჩრიდლოეთ ირლანდიას 1 ქულით ჩამორჩება და ბოლო ტურში მათი გამარჯვების შემთხვევაში სობოსლაის გუნდი ჯგუფს პირველი ადგილით დაასრულებს.
რაც შეეხება საქართველოს, 2 ქულით ბოლო ადგილზეა. ბოლო ტურში ჯვაროსნები უკრაინას დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში, სვანაძის ნაკრები მესამე ადგილს დაიკავებს და B ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს