ლუის დე ლა ფუენტე
Aa
Aa

“იამალზე გაბრაზებული არ ვარ“ - დე ლა ფუენტე ინგლისთან მატჩის წინ

ლუის დე ლა ფუენტე 2026 წლის ბოლო მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე წარდგა. ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ინგლისთან მოახლოებული შეხვედრა შეაფასა.

აღნიშნულ მატჩში გაირკვევა, ვინ დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს და მარტში გასამართ მეოთხედფინალურ ეტაპზე საპასუხო შეხვედრას საკუთარ ვინ მოედანზე ჩაატარებს.

დე ლა ფუენტე ტრავმირებულ ფეხბურთელებზე: „ყველა კარგადაა. დღევანდელი მატჩისთვის და ხვალინდელი ვარჯიშისთვის სრულ მზადყოფნაში არიან. ერთადერთი, ვინც დღეს ჩვენთან არ იქნება, გრიმალდოა. მას ვირუსული ინფექცია აქვს და ვარჯიშშიც ვერ მიიღებს მონაწილეობას“.

პირველი ადგილის დასაკავებლად ერთი ქულაც საკმარისია: „გარწმუნებთ, რომ მოედანზე ფრეზე სათამაშოდ არ გავდივართ. ხვალ გამარჯვება გვინდა. ზედიზედ 12 მატჩი მოვიგეთ და მე-13 გამარჯვებაც გვსურს. ახლა მხოლოდ ხვალინდელ მოგებაზე ვფიქრობთ. იცით, რამდენად მიყვარს რიცხვი 13“.

გამარჯვებების სერია: „ეროვნულმა ნაკრებმა უკვე დატოვა თავისი კვალი. ამ დროისთვის მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია სწორედ ჩვენ გვაქვს. თუმცა ამით არ ვკმაყოფილდებით. ერთი მიზანი გვამოძრავებს: ყოველი მომდევნო მატჩი ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც წინა იყო. გაუმჯობესების უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს“.

ლამინ იამალზე: „გაბრაზებული არ ვარ. ვთქვი, რომ მაღიზიანებს, როდესაც სიმართლეს არ ამბობენ. არ მიყვარს ტყუილი და სიმართლის დამალვა... ეს ადამიანური ბუნებაა. ლამინი შესანიშნავ ფორმაშია. ეს პროცესი თავიდან რომ გავიაროთ, იმავე გადაწყვეტილებას მივიღებდით. მან რეაბილიტაცია იდეალურად გაიარა. გუშინ მას და მიკელს ძალიან თბილად შეხვდნენ. რა შემიძლია ვთქვა? ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი ასეა, თუმცა ამაზე მეტს ვერაფერს დავამატებ“.

ესპანეთის მეტოქეების მოტივაცია: „მსოფლიო ჩემპიონთან გამარჯვება საუკეთესო გზაა იმის დასამტკიცებლად, რომ დიდ გუნდად ჩამოყალიბება შეგიძლია. ახლა ყველა ჩვენი მეტოქე უფრო მოტივირებული, ენთუზიაზმით სავსე და აგრესიულია. ეს გამოწვევა მისასალმებელია. ყველა მეტოქეს ერთნაირი ინტენსივობით ვუდგებით. მაქსიმუმი უნდა გავიღოთ“.

ინგლისი ყველაზე რთული მეტოქეა? „საფრანგეთს, ინგლისსა და პორტუგალიას შორის განსხვავება ძალიან მცირეა... ნებისმიერ მათგანს შეუძლია შენი დამარცხება. ფიფას რეიტინგის მოწინავე ნაკრებებს შორის დიდი სხვაობა არ არის. ორივე ეროვნული გუნდი საუკეთესო ფორმაშია ბოლო წლების განმავლობაში“.

ტომას ტუხელი და გაფრთხილება რასიზმის საწინააღმდეგო პროტოკოლის შესახებ: „ტომასს უთხარით, რომ ესპანეთში რასიზმი არ არის. ჩვენ ესპანეთში რასისტები არ ვართ, ისევე როგორც ინგლისში“.

მზად არის თუ არა ლამინი ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ? „დიახ, დიახ, დიახ... ვნახოთ, დაიწყებს თუ არა თამაშს [იცინის], თუმცა თუ ძირითადში იქნება, ეს ნიშნავს, რომ სათამაშოდ მზადაა. ის იდეალურ მდგომარეობაშია. მისთვის ძალიან კარგი აღმოჩნდა ორი მგზავრობის შემდეგ დასვენება და სიცივისგან თავის დაღწევა. შეუძლია, ყოველგვარი პრობლემის გარეშე ითამაშოს“.

ცნობისთვის, ამ გუნდების წინა დაპირისპირება ესპანეთმა 3:2 მოიგო. მომავალი მატჩი კი 15 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები