დეიან ლოვრენი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

„2028 წლამდე უნდა დარჩეს“ - დეიან ლოვრენი ალისონ ბეკერზე

„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა, დეიან ლოვრენმა, რომელსაც „ენფილდზე“ 6 სეზონი აქვს გატარებული (2014-2020) ალისონ ბეკერის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა.

„ალისონი ძალიან მიყვარს, შესანიშნავი ადამიანი და ფანტასტიკური მეკარეა. იმის გათვალისწინებით, თუ რა აქვს გაკეთებული კლუბისთვის, რამდენი მოგერიება შემოგვთავაზა, რამდენი ქულა გადარგვირჩინა, ის ახალ კონტრაქტს იმსახურებს.

თუ „ლივერპული“ მისი დონის მეკარეს ეძებს, დიდი ფასის გადახდა მოუწევს - ახლა მეკარეებში 60-70 მილიონს იხდიან. არ ვიცი, რამდენიმე მეკარეა ალისონის დონეზე.

მესმის, რომ 34 წლისაა, მაგრამ მეკარისთვის ეს არაფერია. ვფიქრობ, მას შეუძლია, უმაღლეს დონეზე კიდევ ორი ან ოთხი წელი ითამაშოს. ალისონი 2018 წელს მოვიდა, ამიტომ 2028 წლამდე უნდა დავიტოვოთ“.

რამდენიმე დღის წინ ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ, The Athletic-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც „ლივერპულის“ ფეხბურთელების, ვირჯილ ვან დაიკისა და ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა. ჯეიმს პირსი „ენფილდზე“ შექმნილ ვითარებაზე წერს, ალისონისთვის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხს განიხილავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „აქ დარჩენა და კიდევ უმაღლეს დონეზე თამაში მინდა“ - ალისონმა თავის მომავალზე ისაუბრა
    „აქ დარჩენა და კიდევ უმაღლეს დონეზე თამაში მინდა“ - ალისონმა თავის მომავალზე ისაუბრა