უსმანის გუნდი მკაცრად დასაჯეს: პატიმრობა, ფინანსური სასჯელი და დეპორტაცია
ბოლო 48 საათის მანძილზე საქართველოში ყველაზე საამაყო და პოპულარული პიროვნება უდავოდ საბა ლაზიშვილია. 21 წლის მოჭიდავე, რომელიც აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი ინციდენტის დროს მერაბ დვალიშვილთან ერთად იმყოფებოდა და უსმან ნურმაგომედოვსა და მის მეგობრებს ჩადენილ უღირს საქციელზე სათანადო პასუხი გასცა.
უსმან ნურმაგომედოვის გუნდიდან ორ წევრს 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გარდა ამისა, უსმანის გუნდის წევრები 50 000 დირჰემით (დაახლოებით 13 000 აშშ დოლარი) დაჯარიმდნენ და პატიმრობის დასრულების შემდეგ მათი დეპორტაცია განხორციელდება.
მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი მხოლოდ 50 000 დირჰემით (დაახლოებით 13 000 აშშ დოლარი) დაჯარიმდნენ. აღნიშნულ თანხას ორგანიზაცია RAF-ი გადაიხდის.
ინფორმაცია მერაბ დვალიშვილის გუნდის წევრმა დაგვიდასტურა.
შეგახსენებთ, დღეს ზვიად ლაზიშვილმა Instagram-ში ვიდეო ატვირთა. მისი თქმით, დღეს ხუთ საათზე მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები იქნებიან:
„გამარჯობა მეგობრებო. ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს, მწერს საბას და მერაბის საქმესთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საელჩო, RAF-ის წარმომადგენლები, ჩვენი ქვეყანა, ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული ამ საქმეში. ძალიან ბევრი ადამიანი შეწუხდა და ცდილობენ დროულად მოაგვარონ ყველაფერი. ამ ეტაპზე სასამართლო პროცესი დასრულებულია და როგორც ვიცით ჩვენი ბიჭები 5 საათზე უკვე თავისუფლები იქნებიან. ზუსტი ვერდიქტი დაახლოებით 12 საათზე გვეცოდინება, მაგრამ, როგორც ვიცით ყველაფერი კარგად დამთავრდება და ღვთის შეწევნით არაფერი ისეთი სერიოზული არ მოყვება ამ სიტუაციას. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის''.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი აბუ დაბიში RAF-ის ღონისძიებაზე საჭიდაოდ არის ჩასული და მისი მეტოქე მარლონ მორაეში იქნება, რომელსაც რამდენიმე წლის წინ შერეულ ორთაბრძოლებშიც შეხვდა და 2021 წლის 25 სექტემბერს, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს