„მერაბის მეგობარი ნამდვილი მხეცია“ | რას ამბობს არმან ცარუკიანი
არმან ცარუკიანმა ისაუბრა საშინელ თავდასხმაზე, რომელიც უსმან ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილზე განახორციელა. ცარუკიანმა საბა ლაზიშვილი შეაქო, რომელიც „მანქანას“ ჩხუბის დროს ახლდა და რამდენიმე დაღესტნელს პირადად გაუსწორდა.
„მერაბის მეგობარი უბრალოდ მხეცია! რაები აკეთა! გათიშა, დააგდო, შევარდა! გავიგე, რომ მებრძოლიც არაა და მოჭიდავეა. მარტო ჩხუბებზე უნდა წაიყვანო, მართლა მხეცია.
ვფიქრობ, ამ ამბავს არანაირი გაგრძელება არ უნდა მოჰყვეს. საჭიროა, ერთად დასხდნენ და ხელი ჩამოართვან. მერაბმა სამშობლოში გააკეთა ეს, უსმანმა — აქ. ასე რომ... როგორც იტყვიან, ბარიბარში არიან. კონფლიქტის გაგრძელებას შეიძლება ცუდი შედეგი მოჰყვეს. ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება გაჩნდება... რა საჭიროა ეროვნებათაშორისი კონფლიქტების გაღვივება? პირიქითაა საჭირო. საჭიროა, ვთქვათ, ხაბიბი გამოვიდეს კონტაქტზე ან ასაკოვანი ადამიანები ჩაერიონ და ეს კონფლიქტი მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოაგვარონ, რომ ყველამ ხელი ჩამოართვას ერთმანეთს და დაიშალონ“.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური განცხადების მიხედვით, ინციდენტის გამო 10 ადამიანია დაკავებული — 8 მონაწილეობისთვის, 2 — ვიდეოს გადაღებისთვის. ამ მომენტისთვის უცნობია, დვალიშვილი RAF-ზე მარლონ მორაესთან იჭიდავებს თუ არა.
რაც შეეხება მერაბის მეგობარს, საბა ლაზიშვილი ის ზვიად ლაზიშვილის უმცროსი ძმაა და 21 წლისაა. საბა მოჭიდავეა და როგორც მერაბმა განაცხადა, შერეულ ორთაბრძოლებში გადასასვლელად მზადაა.
კომენტარები 1
უსმანმა რას გააკეთა უპატიებელია, მიიღებენ მისაღებს. შენც ძლიერ აყამაშებ ქვედა ტანს და იმედი მაქვს რომ შენც მოგწვდება რომელიმე ქართველის მარჯვენა...