გიორგი მიქაუტაძე, მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„ორი მამაცი კაცი ლაჩრების ჯგუფის წინააღმდეგ“ - მიქაუტაძე აბუ-დაბის ინციდენტზე

საქართველოს ნაკრებისა და „ვილიარეალის“ ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილზე უსმან ნურმაგომედოვისა და მისი თანმხლები პირების თავდასხმას გამოეხმაურა.

„ორი მამაცი კაცი ლაჩრების ჯგუფის წინააღმდეგ. ეს არის მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს იყო ქართველი. მერაბ, საბა, თქვენ გვერდით ვართ“.

ცნობისთვის, 11 ნოემბერს საღამოს, აბუ-დაბიში მყოფ მერაბ დვალიშვილს, რომელიც მედიის წარმომადგენლებს ინტერვიუს აძლევდა, თავს უსმან ნურმაგომედოვი დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც მან და მისმა თანხლებმა პირებმა მერაბისგან და მისი უმცროსი მეგობრისგან, 21 წლის მოჭიდავე საბა ლაზიშვილისგან სათანადო პასუხი მიიღეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უსმან ნურმაგომედოვი და თავდასხმაში მონაწილე ყველა სხვა პირი დაკავებულია. ბრალის წარდგენის შემთხვევაში მათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ქართველები ერთმანეთს არასდროს ვტოვებთ!“ - ლიპარტელიანის მხარდაჭერა მერაბს
    „ქართველები ერთმანეთს არასდროს ვტოვებთ!“ - ლიპარტელიანის მხარდაჭერა მერაბს