„ქართველები ერთმანეთს არასდროს ვტოვებთ!“ - ლიპარტელიანის მხარდაჭერა მერაბს
ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ეთერ ლიპარტელიანი უსმან ნურმაგომედოვისა და მერაბ დვალიშვილის დაპირისპირებას ეხმაურება და „ქართველ მანქანას“ მხარდაჭერას უცხადებს.
რას წერს ლიპარტელიანი:
„მერაბ, მარტო არ ხარ! მთელი საქართველო შენ გვერდით დგას! შენ ჩვენი სიამაყე ხარ და დღეს ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი სიყვარული და მხარდაჭერა იგრძნო. ქართველები ერთმანეთს არასდროს ვტოვებთ! თავი მაღლა, ჩემპიონო, მთელი გულით შენთან ვართ!“
შეგახსენებთ, რომ ხაბიბის ბიძაშვილი, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად მერაბ დვალიშვილსა და 21 წლის საბა ლაზიშვილს აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში დაესხნენ თავს. ქართველი „მაქნანა“ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში RAF-ში გასამართი საჭიდაო შეხვედრისთვის ემზადებოდა, რომელიც მიმდინარე კვირის უქმეებზე უნდა ჩაეტარებინა. ჯერჯერობით უცნობია, შედგება თუ არა მარლონ მორაესისა და მერაბის საჭიდაო დაპირისპირება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს