ინტერესი ევროპიდან და ფროზინონეს შეთავაზება - ბოლო ცნობები კვერნაძეზე
„ფროზინონეს“ ქართველ გარემარბს, გიორგი კვერნაძეს რამდენიმე უცხოური კლუბი აკვირდება. ამის შესახებ ცნობილი სატრანსფერო ინსაიდერი და The Sun-ის ჟურნალისტი ეკრემ კონური იტყობინება.
„კრისტალ პალასი, ჰალ სიტი, მონაკო, დორტმუნდი, ნაპოლი და რომა კვერნაძეს აკვირდებიან. ქართველი გარემარბის ბოლოდროინდელი თამაშის ფონზე ევროპული კლუბების მხრიდან ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, „ფროზინონეს“ ფეხბურთელის სეზონის ბოლომდე შენარჩუნება სურს და ზამთარში კვერნაძის წასვლა არარეალურია“.
ამასთან, როგორც TUTTOmercatoWEB-ი წერს, კვერნაძის გამოსასყიდი 4 მილიონ ევროს შეადგენს და იტალიურმა კლუბმა უკვე შესთავაზა ქართველ ფეხბურთელს შეთანხმების გაუმჯობესებული პირობებით გახანგრძლივება, რომლის მიხედვითაც გიორგის წლიური ანაზღაურება 200 ათასიდან მილიონ ევრომდე გაიზრდება.
თუმცა ამ მხრივ „ფროზინონეს“ სამოქმედოდ საკმარისი დრო აქვს, ვინაიდან 4-მილიონიანი გამოსასყიდი მხოლოდ ზაფხულიდან ამოქმედდება.
აქვე გეტყვით, რომ კვერნაძის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 12 შეხვედრაში 5 გოლი და 6 საგოლე პასია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს