მანუელ ნოიერი, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

Sky Germany: ნოიერი სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას ფიქრობს

მანუელ ნოიერი, დიდი ალბათობით, კარიერას 2027 წლის ზაფხულში დაასრულებს, როდესაც მიუნხენის „ბაიერნთან“ მოქმედ კონტრაქტს ვადა გაუვა.

Sky Germany უფრო შორსაც მიდის და იუწყება, რომ 40 წლის მეკარის მომავალი წლის ზაფხულში ფეხბურთიდან წასვლა „99.9 პროცენტით გადაწყვეტილია“.

თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, „ბაიერნის“ კაპიტანი „მაინცთან“ (2:1) მოგებულ შეხვედრაში მიღებული ფეხის ტრავმის გამო კარიერის ნაადრევად დასრულებას არ განიხილავს.

მოსალოდნელია, რომ ნოიერი იანვრამდე ვერ ითამაშებს. მის ნაცვლად გუნდს იონას ურბიგი დაიცავს, რომელსაც მიმდინარე სეზონში ეს მოვალეობა არაერთხელ შეუსრულებია.

მიუხედავად იმისა, რომ 23 წლის მეკარისგან სერიოზული კონკურენცია ელის, Bild-ის ცნობით, გამოჯანმრთელების შემდეგ ვეტერანი კიპერი გერმანიის მოქმედი ჩემპიონის „უდავო პირველი ნომრის“ სტატუსს დაიბრუნებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მუსიალას კონტრაქტს გაუწყვეტენ? - მისი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ არის
    მუსიალას კონტრაქტს გაუწყვეტენ? - მისი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ არის