უნგრელთა საკადრო პრობლემები - სობოსლაის შემდეგ ლუკაშიც დაშავდა
უნგრეთის ნაკრებში საკადრო პრობლემები არ წყდება - გუნდის კაპიტნის, დომინიკ სობოსლაის შემდეგ, კითხვის ნიშნის ქვეშ კიდევ ერთი შემტევის, დანიელ ლუკაშის თამაში დადგა.
უნგრული მედიის ინფორმაციით, ლუკაში ჯერჯერობით რეაბილიტაციის პროცესს გადის. მარკო როსის გუნდი თბილისში პარასკევს ჩამოვა, იქამდე კი მომზადებას ბუდაპეშტში გააგრძელებს.
 
„პუშკაშის აკადემიასა“ და „კიშვარდას“ მატჩში ლუკაში ტრავმის გამო შეცვალეს და თავდაპირველად ყველა ბარძაყის ტრავმას ვარაუდობდა. ეროვნული ნაკრების განკარგულებაში ჩასულ ფეხბურთელს გამოკვლევები ჩაუტარდა და დადგინდა, რომ ტრავმა ნაკლებად სერიოზული ყოფილა, თუმცა საქართველოსთან ლუკაშის თამაში მაინც საეჭვოა“, - წერს გამოცემა 24.hu
 
ცნობისთვის, უნგრეთი-საქართველოს მატჩში ერთადერთი გოლი მილოშ კერკეზმა სწორედ ლუკაშის პასით გაიტანა. სულ მის ანგარიშზე ეროვნულ ნაკრებში 13 მატჩში 2 გოლი და 2 ასისტია.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველო-უნგრეთის მატჩი 14 ნოემბერს მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს