„ყოველთვის გველებად დარჩებიან“ - ადესანიამ ნურმაგომედოვები დაახასიათა
MMA-ს სამყაროში ოქტაგონს მიღმა ასეთი რეზონანსული ამბავი დიდი ხანია არ მომხდარა. გავრცელებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვი და ყველა ის ადამიანი, რომელიც მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის დროს მასთან ერთად იმყოფებოდა, დაკავებულები არიან, თუმცა ყოველივე ეს მოცემულობასა და მათ სამარცხვინო საქციელს არ ცვლის. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება UFC-ის ნიგერიელმა საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლმა ისრაელ ადესანიამ აბუ დაბიში მომხდარი ამბავის შეფასების დროს და ასეთი კომენტარი გააკეთა:
„გარკვეული პერიოდის განმავლობაში გველებმა შეიძლება შეიცვალონ ტყავი, მაგრამ ყოველთვის გველებად დარჩებიან. ნებისმიერ შემთხვევაში მერაბ, საბა, თქვენ ორივე გამარჯვებული ხართ“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, აბუ-დაბიში მყოფ მერაბ დვალიშვილს, რომელიც მედიის წარმომადგენლებს ინტერვიუს აძლევდა, თავს უსმან ნურმაგომედოვი დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც მან და მისმა თანხლებმა პირებმა მერაბისგან და მისი უმცროსი მეგობრისგან, 21 წლის მოჭიდავე საბა ლაზიშვილისგან სათანადო პასუხი მიიღეს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს