მერაბ დვალიშვილი, რომან დოლიძე
Aa
Aa

„ეს სპორტულადაც და კაცურადაც მიუღებელია“ - დოლიძის კომენტარი

მერაბ დვალიშვილსა და ძმებ ნურმაგომედოვებს შორის მომხდარ ინციდენტს MMA-ს სამყაროში თითქმის ყველა გავლენიანი მებრძოლი ეხმიანება, თუმცა პირველები, რომელთაც „მანქანას“ მხარდაჭერა გამოუცხადეს, ბუნებრივია UFC-ის ქართველი წარმომადგენლები იყვნენ. საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლმა რომან დოლიძემ მოკლე მიმართვა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა და დაღესტნელების საქციელი დაგმო

რომან დოლიძე

ვნახე ვიდეო მერაბს რაც გადახდა თავს და ეს ნამდვილად არც სპორტულად და არც ადამიანურად სწორი საქციელი არ არის. ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას. ჩვენი ქართული ძალა ჩვენს ერთობაშია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მერაბ დვალიშვილმა საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით აცნობა, რომ მას თავს ძმები ნურმაგომედოვები ინტერვიუს მიცემის დროს დაესხნენ, მოგვიანებით კი თითქმის ყველა ვებ-გვერდზე ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი კადრებიც გავრცელდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
    ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა