„ყველაზე მაგარი ამ ამბავში ის ბიჭი იყო“ - როივალმა ლაზიშვილი ახსენა
შერეული ორთაბრძოლების კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და უსმან ნურმაგომედოვისა და მისი დაჯგუფების საქციელს სამარცხვინო უწოდა, უმსუბუქესი წონის მესამე ნომერი ბრენდონ როივალი გახლდათ, რომელმაც მერაბ დვალიშვილზე უფრო მეტი ყურადღება მის უმცროს მეგობარზე, საბა ლაზიშვილზე გაამახვილა და სოციალურ ქსელში ასეთი სტატუსი დაწერა:
„რა თქმა უნდა, უსმანის და მისი თანხმლები პირების საქციელი სამარცხვინოა, მაგრამ ამ ისტორიაში ყველაზე სასიამოვნო იცით რა იყო? ის 21 წლის ბიჭი, რომელიც მერაბთან ერთად არაფერს შეუშინდა და ორმა კაცმა დაახლოებით ათის წინააღმდეგ ღირსეულად იჩხუბა“.
შეგახსენებთ, რომ უკვე რუსული მედიაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ უსმან ნურმაგომედოვი და ყველა ის ადამიანი, რომელიც თავდასხმის დროს მასთან ერთად იმყოფებოდა, დაპატიმრებულია. ასე რომ, დაღესტნელების ერთ-ერთ სიამაყეს, თუ უახლოეს დღეებში UFC-სთან კონტრაქტის გაფორმებას უწინასწარმეტყველებდნენ, შესაძლოა საპატიმროში სასჯელის მოხდა მოუწიოს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს