სანდრო მამუკელაშვილი, ლოს ანჯელეს ლეიკერსი
Aa
Aa

23 ქულა ყოფილ გუნდთან - მამუკელაშვილის მორიგი სუპერმატჩი

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ „მილუოკი ბაქსს“ ესტუმრა და 123:112 დაამარცხა.

თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მამუკელაშვილმა 26:02 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 23 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. სანდრომ 8-დან 5 სამქულიანი და 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო.

მამუკელაშვილზე მეტი ქულა „ლეიკერსის“ რიგებში მხოლოდ ლუკა დონჩიჩს ჰქონდა (32). „ბაქსს“ 27 ქულით ტაილერ ჰირომ ულიდერა, ხაიმე ხაკესმა კი 25 ქულა ჩააგდო.

11 მოგებითა და 2 წაგებით მამუკელაშვილის გუნდი დასავლეთ კონფერენციის პირველ ადგილზეა. მომდევნო ტურში „ლეიკერსი“ 16 ნოემბერს „ფინიქსს“ ესტუმრება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    რატომ ვერ გახდება ლეიკერსი ჩემპიონი | სტივენ ეი სმიტის აქცენტი კანის ფერზე
    რატომ ვერ გახდება ლეიკერსი ჩემპიონი | სტივენ ეი სმიტის აქცენტი კანის ფერზე