ბითაძის 6 ქულა | ორლანდო ტორონტოსთან დამარცხდა
NBA-ის რეგულარული სეზონის მე-4 სათამაშო დღეს გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ საკუთარ მოედანზე „ტორონტო რეპტორსს“ დაუპირისპირდა და 30 ქულის სხვაობით, 99:129 დამარცხდა.
ბითაძე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 11 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში, ქართველმა ცენტმა 6 ქულა, 1 ასისტი და 1 დაფარება მოაგროვა.
4 ტურის შემდეგ „ორლანდო მეჯიქს“ 1 მოგება და 3 მარცხი აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში კი მე-11 ადგილზე იმყოფება. ქართველი ცენტრის გუნდი მომდევნო შეხვედრას 31 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე კვლავ „ტორონტო რეპტორსის“ წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს