გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდაშვილის გმირობა ჩელსისთან - ლივერპული მეოთხედფინალში გავიდა

„ლივერპული“ ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალშია, რაც მთლიანად თუ არა, 80-პროცენტიანი ალბათობით მაინც გიორგი მამარდაშვილის დამსახურებაა. დიახ, საქართველოს ნაკრების მეკარემ, რომელსაც მერსისაიდელები ნდობას მხოლოდ შიდა სათასო მატჩებში უცხადებენ, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კრიტიკულ მომენტში მისი იმედი აუცილებლად უნდა გქონდეს.

„წითლებმა“ თასის მერვედფინალში „ჩელსის“ წინააღმდეგობა ძირითად დროში ვერ დაძლიეს და 90 წუთის შემდეგ ტაბლოზე 1: 1 დაფიქსირდა. ანგარიში სტუმრებმა მე-40 წუთზე გახსნეს, როდესაც 11-მეტრიანი მორგან როჯერსმა ზუსტად შეასრულა. ამ მომენტიდან სამ წუთში უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი უკვე ლონდონელთა კარში დაინიშნა და კოდი გაკპომ წონასწორობა აღადგინა. დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა და მამარდაშვილმა სამი სეივიდან ორ შემთხვევაში მერსისაიდელები აშკარა გოლისგან გადაარჩინა.

ყველაფერი 11-მეტრიანების სერიამდე მივიდა და როდესაც მასპინძლების მეშვიდე დარტყმა რაიან გრავენბერხმა გააფუჭა, ემანუელ ემეგა თუ გაიტანდა, მომდევნო ეტაპზე “ჩელსი“ გავიდოდა, თუმცა კრიტიკულ მომენტში „ლივერპულს“ მსხნელად  მამარდაშვილი მოევლინა და დარტყმა ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია. ამას მოჰყვა ჯო გომესის მიერ გატანილი პენალტი, ყველაფერი კი ვესლი ფოფანას გაფუჭებული 11-მეტრიანის შემდეგ დასრულდა, რომელმაც ბურთი დიდი მანძილით ააცილა და მასპინძლებმა გამარჯვება მთავარი გმირის, გიორგის გარემოცვაში იზეიმეს.

ცნობისათვის, გიორგი მამარდაშვილს სათადარიგო სკამიდან გულშემატკივრობდა მისი მთავარი კონკურენტი ალისონი და კადრებიდანაც კარგად გამოჩნდა, თუ როგორ გაუხარდა ვეტერან ბრაზილიელ გოლკიპერს ქართველის დამაჯერებელი ასპარეზობა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ჩაკვეტაძის კარგი მატჩი - ნულოვანი ფრე ემილიაში
    ჩაკვეტაძის კარგი მატჩი - ნულოვანი ფრე ემილიაში