სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

„ჩემთვის ყველაზე დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა“ | „ლეიკერსის“ ლეგენდამ მამუ შეაქო

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლეგენდამ, ჯეიმს უორთიმ სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა. უორთი ბაირონ სკოტის პოდკასტის, Fast Break-ის სტუმარი იყო და აღნიშნა, რომ „მამუ“ მისთვის ყველაზე დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა.

„ლეიკერსმა რეგულარული სეზონი დასავლეთ კონფერენციის ტოპ 5 გუნდს შორის უნდა დაასრულოს, თუმცა მეექვსე ადგილიც მისაღები იქნება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ჯეი ჯეი რედიკი და მისი სამწვრთნელო შტაბი მათ ხელთ არსებული კომპონენტების კომბინირებას როგორ მოახდენენ.

ჩემთვის ყველაზე დიდი სიურპრიზი მამუ აღმოჩნდა. ის ძალიან მომწონს. ორივე ხელით თამაში შეუძლია და რაღაცით დომანტას საბონისს წააგავს, თუმცა მათ შორის განსხვავებებიცაა. სანდროც ცაციაა, შეუძლია, ბურთის დატოვების შემდეგ ეგრევე ბლოკი დააყენოს და სამწამიანში ჩავიდეს და პასების კეთებაც შესანიშნავად გამოსდის.

მამუკელაშვილი საკმარისად ძლიერია, რათა დაცვაში ჭკვიანურად ითამაშოს. ის მრავალმხრივი კალათბურთელია და ესმის, რის გაკეთებაა საჭირო. მას შეუძლია, იქს-ფაქტორი გახდეს და ვნახოთ, რა მოხდება“.

ცნობისთვის, უორთიმ მთელი კარიერა „ლეიკერსის“ რიგებში გაატარა და NBA-ის სამგზის ჩემპიონია. 1988 წელს მან ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო დაისაკუთრა და ყველა ვარსკვლავის მატჩის 7-გზის მონაწილეა. „ლეიკერსს“ მისი 42 ნომერი ხმარებიდან ამოღებული აქვს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ილია შესანიშნავი მებრძოლი და კარგი ადამიანია, მაგრამ...“ - ვოლკანოვსკის თოფურიასთან რემატჩი სურს
    „ილია შესანიშნავი მებრძოლი და კარგი ადამიანია, მაგრამ...“ - ვოლკანოვსკის თოფურიასთან რემატჩი სურს