ლებრონ ჯეიმსი, კეიდ კანინგემი, პოლ ჯორჯი, ჯეილენ ბრანსონი, შეი გილჯეს-ალექსანდერი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

ლებრონის დებიუტი სიქსერსში და მოგება ჩემპიონთან | NBA-ის ახალი სეზონი დაიწყო

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში „ბოსტონისა“ და „დეტროიტის“ მატჩით ახალი რეგულარული სეზონი გაიხსნა, რომელიც „პისტონსმა“ 121:113 მოიგო.

„სელტიქსის“ ახალწვეულის, პოლ ჯორჯის 38 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 5 ჩაჭრა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. პეიტონ პრიტჩარდმა და დერიკ უაითმა 17-17 ქულა ჩააგდეს, ხოლო ჯეისონ ტეიტუმმა ორმაგი დუბლი მიითვალა - 13 ქულა, 11 შედეგიანი გადაცემა.

„დეტროიტის“ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი კეიდ კანინგემმა (22 ქულა, 8 შედეგიანი გადაცემა) და ჯეილენ დურენმა შეიტანეს (22 ქულა, 9 მოხსნა), ხოლო ოსარ ტომპსონი გუნდს ორმაგი დუბლით დაეხმარა (11 ქულა, 11 მოხსნა). აღსანიშნავია, დანკან რობინსონის (21 ქულა) და ჯავონტე გრინის (19 ქულა) თამაშიც.

 

სადებიუტო მატჩი ჩაატარა „ფილადელფია სევენთი სიქსერსის“ რიგებში ლებრონ ჯეიმსმაც, რომლის ახალი გუნდიც მოქმედ ჩემპიონს, „ნიუ იორკ ნიქსს“ ესტუმრა და 106:100 გაიმარჯვა. „მეფემ“ 14 ქულას, 9 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დამატება მიამატა, „ფილას“ კიდევ ერთმა ახალწვეულმა, ჯეილენ ბრაუნმა მატჩი 19 ქულით, 8 მოხსნითა და 6 შედეგიანი გადაცემით დაასრულა, ჯოელ ემბიდმა ორმაგი დუბლი შეასრულა (13 ქულა 11 მოხსნა), ხოლო ყველაზე შედეგიანი „სიქსერის“ რიგებში 28 ქულით თაირიზ მაქსი იყო.

რაც შეეხება „ნიქსს“, ჯეილენ ბრანსონმა 21 ქულა ჩააგდო (თუმცა მხოლოდ 6 ზუსტი სროლა 19-დან), კარლ-ენტონი თაუნსმა 19 ქულასა და 12 მოხსნას მოუყარა თავი, ორმაგი დუბლია ანდრე დრამონდის ანგარიშზეც - 12 ქულა, 14 მოხსნა.

დღის კიდევ ერთ შეხვედრაში გასული სეზონის დასავლეთ კონფერენციის ფინალის რემატჩი ვიხილეთ, რომელშიც „ოკლაჰომამ“ „სან ანტონიო“ 116:104 დაამარცხა.

გასული სეზონის MVP-მ, შეი გილჯეს-ალექსანდერმა თავის გუნდს 32 ქულით ულიდერა (13/27 თამაშიდან) , 20 ქულაა ჯარედ მაკკეინის ანგარიშზე. რაც შეეხება „სპურსს“, ვიქტორ ვემბანიამას ორმაგ დუბლთან ერთად (12 ქულა, 13 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა, 6 დაფარება) უნდა ითქვას მის არაზუსტ სროლებზეც - მხოლოდ 1 ზუსტი მცდელობა 13-დან. სტეფონ კასლის 24 ქულა და დილან ჰარპერის 18 ქულა „ოკლაჰომასთან“ მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

აქვე გეტყვით, რომ ამაღამ ჩაერთვებიან საქმეში NBA-ის ქართველი ლეგიონერებიც. გოგა ბითაძის „ორლანდო“ „ატლანტას“ მიიღებს, ხოლო სანდრო მამუკელაშვილის „ლეიკერსი“ „გოლდენ სტეიტს“ მიიღებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „პარკეტზე ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია“ | სექსტონმა მამუ კევინ ლავს შეადარა
    „პარკეტზე ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია“ | სექსტონმა მამუ კევინ ლავს შეადარა