„ახლა ერთგვერდიანის ნაცვლად, ხუთგვერდიანი გეგმა მაქვს“ - პიოტრ იანი
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, პიოტრ იანმა არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში მერაბ დვალიშვილთან ჩხუბისთვის მზადებაზე ისაუბრა.
„თავს კარგად ვგრძნობ და ვემზადები. რა თქმა უნდა, დეკემბრის შემდეგ დიდი დროა გასული და მინდოდა უფრო ადრეც მეჩხუბა, მაგრამ გარკვეულმა გარემოებებმა ხელი შემიშალა: ჯერ ოპერაცია, შემდეგ აღდგენა.
მინდოდა თუ არა ქამრის სხვა მებრძოლთან დაცვა? არა, ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია. ვისაც ორგანიზაცია შემომთავაზებდა, იმას ვეჩხუბებოდი.
თუ მერაბი ან ვინმე იყენებს გამართლების სახით იმ ფაქტს, რომ დვალიშვილმა წელიწადში ოთხჯერ იჩხუბა და ამიტომ წააგო, მე ეს არ მაღიზიანებს. ჩვენ ჩანიშნული გვაქვს ბრძოლა 24 ოქტომბერს და ეს ბრძოლა ყველა კითხვას გასცემს პასუხს.
ვიხილავთ თუ არა მერაბის განსხვავებულ ვერსიას? საერთო ჯამში, საკმარისი ინფორმაცია გვაქვს ერთმანეთზე. გარკვეული მოლოდინი მაქვს და ამისთვის მზად ვიქნები. მიმაჩნია, რომ შევძლებ, ჩემი გეგმა მოვახვიო თავს.
წინა ჩხუბისთვის მწვრთნელებმა ერთგვერდიანი გეგმა გაწერეს, თუ რა შემთხვევაში როგორ უნდა მემოქმედა. ახლა ეს გეგმა ხუთგვერდიანია, საფეხბურთო სქემებივით გარკვეული მომენტები დამიხატეს. მთელი მოსამზადებელი ბანაკი ამ გეგმის შემუშავება-დახვეწაზე იყო მიმართული და მზად ვარ ამ ყველაფრის ოქტაგონში შესასრულებლად“.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი-იანის საჩემპიონო ბრძოლა UFC 333-ზე აბუ-დაბიში, 24 ოქტომბერს გაიმართება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს