„ეს ჩემთვის განსაკუთრებული იქნებოდა“ - ვოლკანოვსკი თოფურიასთან ერთობლივ პროექტზე
ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ თავის ყოფილ მეტოქეებთან ერთად კულინარიული შოუს გაკეთება მოისურვა და აღნიშნა, რომ ესპანეთში ილია თოფურიასთან სტუმრობასა და ერთად გადაღებას გეგმავდა.
ალექსანდრ ვოლკანოვსკი TMZ Sports-თან ინტერვიუში: „მინდა, რომ ეს ჩემი ყველა წარსული მეტოქის წინააღმდეგ გავაკეთო. ცოტა ხნის წინ ესპანეთში ჩასვლას და ილია თოფურიასთან შეხვედრას მართლაც ვაპირებდი, რომ ერთმანეთისთვის გვეკითხა ამბები და თან „კულინარია ვოლკთან ერთად“ ჩამეწერა. ვფიქრობ, ამისგან კარგი სერიაც გამოვა — შოუ, სადაც ყოფილ მეტოქეებთან ერთად საჭმელს მოვამზადებ და თან ვისაუბრებთ.
როცა მეტოქეს ებრძვი, თქვენ საერთო ისტორია გაქვთ. ეს განსაკუთრებული მომენტია, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობთ ერთმანეთს სახეში ჩასცხოთ და ტკივილი მიაყენოთ. ეს ისეთი კავშირია, ბევრს რომ არ ეძლევა. ბრძოლის შემდეგ, მომენტის გაზიარება რომ შეგვეძლოს და „კულინარია ვოლკთან ერთად“ ჩაგვეწერა, ეს ჩემთვის ძალიან ემოციური და განსაკუთრებული იქნებოდა, რადგან ალბათ მეც ეგეთი ტიპი ვარ“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ პირველად UFC-ის ჩემპიონის ტიტული სწორედ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხებით მოიპოვა, როდესაც ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამრისთვის შეხვედრაში ავსტრალიელი ლეგენდა ნოკაუტში გაგზავნა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს