ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, ჯასტინ გეიჯი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„გეიჯი თუ წავა, ტიტულისთვის უნდა ვიჩხუბო“ - ოლივეირას გეგმები

UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში ჯერჯერობით ყველაფერი ბურუსით არის მოცული, რასაც ხელს მოქმედი ჩემპიონის ჩამოუყალიბებლობა უწყობს. ივნისში, თეთრი სახლის ღონისძიებაზე ილია თოფურიას დამარცხებისა და საჩემპიონო ქამრის მოპოვების შემდეგ, ჯასტინ გეიჯიმ განაცხადა, რომ საბოლოოდ არ გადაუწყვეტავს, განაგრძობს აქტიურ სპორტულ კარიერას, თუ პენსიაზე გავა. აქედან გამომდინარე, ყველას უჭირს პროგნოზის გაკეთება მომავალი საჩემპიონო ჩხუბის მონაწილეების შესახებ და სიტუაცია ჩარლზ ოლივეირას განცხადებამ კიდევ უფრო დაძაბა.

რას ამბობს ოლივეირა

არმან ცარუკიანი სატიტულო ჩხუბს ელოდება, თუმცა თუ სახელებზე ჩამოვარდება საუბარი, ჩემი აზრით, მე უფრო გაყიდვადი მებრძოლი ვარ, რის გამოც საქმე საქმეზე რომ მიდგება, თავისუფლად შეიძლება დენა უაითმა არჩევანი ჩემს სასარგებლოდ გააკეთოს. არის კიდევ ერთი საკითხი - შესაძლოა გეიჯიმ კარიერა დაასრულოს და ეს თუ მართლაც ასე მოხდა, მაშინ სხვა ვარიანტი უბრალოდ აღარ დარჩება და ქამრისთვის მე და არმან ცარუკიანმა უნდა ვიბრძოლოთ.

ცნობისათვის, სანამ დივიზიონის სატიტულო ჩხუბს მისცემენ, ჩარლზ ოლივეირამ BMF-ის ქამარი უნდა დაიცვას, რომლისთვისაც ბრძოლაში მისი მოწინააღმდეგე ქვემსუბუქიდან მსუბუქ წონაში ასული დიეგო ლოპესი იქნება. „დუ ბრონქსს“ ასევე რატომღაც ავიწყდება, რომ მასზე უფრო მეტად ქამრისთვის ჩხუბს, ან თუნდაც გეიჯისთან რემატჩს ილია თოფურია უფრო იმსახურებს, რომელმაც ბრაზილიელი სულ ცოტა ხნის წინ დაანოკაუტა.

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    პიმბლეტი: ძველი თოფურია აღარ დაბრუნდება - მას ნაწილებად დავშლი
    პიმბლეტი: ძველი თოფურია აღარ დაბრუნდება - მას ნაწილებად დავშლი