დომინიკ კრუზი: იანი მერაბს ზუსტად იმავე სტილში მოუგებს
UFC-ის ყოფილი ჩემპიონი სუპერმსუბუქ წონაში, დომინიკ კრუზი, იხრება იმ აზრისკენ, რომ ათ დღეში პიოტრ იანი ტრილოგიის დასკვნით მატჩში მერაბ დვალიშვილს დაამარცხებს და დივიზიონის მოქმედ ჩემპიონად დარჩება.
„პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ. მათ შორის ანგარიში 1:1-ია და ახლა ისინი ტრილოგიას დაასრულებენ. მეორე ბრძოლაში პიოტრმა მერაბი დაშალა და ვხედავ, რომ ამას კვლავ ზუსტად იმავე სტილში გაიმეორებს. მისთვის საკუთარი სტილის შეცვლას ნამდვილად არანაირი აზრი არ აქვს - ის სწორედ ასე იგებს.
რაც შეეხება მერაბს, ის ცოტა ხნის წინ ჩემს პოდკასტში იყო. ვკითხე, თუ რამდენს მუშაობდა „თათებზე“ (სავარჯიშო ლაპებზე), მან კი მიპასუხა, რომ ამაზე ჩაციკვლა აღარ სურს. მისი თქმით, როდესაც იმაზე ნერვიულობს, რომ დგომში უკეთესი უნდა იყოს, ეს ხელს უშლის საკუთარ ძლიერ მხარეებზე კონცენტრირებაში. ჭიდაობა - გამარჯვების მისი ერთადერთი შანსია“,
- თქვა „დომინატორმა“ „მეიჰემ“ მილერთან საუბრისას.
რუსი და ქართველი მებრძოლების მესამე დაპირისპირება UFC 333-ის ტურნირის მეორე მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც 24 ოქტომბერს აბუ-დაბიში გაიმართება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს