ხვიჩა კვარაცხელია, ვიტინია
Aa
Aa

„ასეთი პერიოდები ყველას აქვს“ | ვიტინიას კვარაცხელიაზე და ოქროს ბურთზე ჰკითხეს

„პარი სენ-ჟერმენს“ მომდევნო შეხვედრა „პარკ დე პრენსზე“, ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში, „ბარსელონას“ წინააღმდეგ ელოდება. პარიზული გრანდის ნახევარმცველმა, ვიტინიამ, მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ჟურნალისტებმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ჰკითხეს.

შეკითხვა: „რას ფიქრობ ხვიჩა კვარაცხელიას სტარტზე?“

„ყველა ფეხბურთელის კარიერაში არის აღმასვლისა და დაღმასვლის პერიოდები. ჩვენ ყველანი ვცდილობთ, რაც შეიძლება სტაბილურები ვიყოთ და თუ რთული პერიოდი გვიდგას, მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა ის დიდხანს არ გაგრძელდეს.

ეს შეიძლება ორ-სამ ფეხბურთელს დაემართოს, მაგრამ მთელი სეზონი არ გაგრძელდება. გავიმეორებ იმას, რასაც მთავარი მწვრთნელი პრესკონფერენციებისა და ინტერვიუების დროს ამბობს: ფეხბურთელებს დაღმასვლისა და აღმასვლის პერიოდები აქვთ. ვიმედოვნებ, ხვალ თითოეული ჩვენგანი თავის საუკეთესო ვერსიას აჩვენებს“.

შეკითხვა: „ვინ უნდა მოიგოს ოქროს ბურთი?“

„როგორც უკვე აღვნიშნე, მიმაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგას ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ოქროს ბურთი პსჟ-ის ფეხბურთელმა უნდა მოიგოს. თუმცა, სხვა ძალიან კარგი მოთამაშეებიც არიან: კილიან მბაპე, ლამინ იამალი, მაიკლ ოლისე... მაგრამ ყველაზე სამართლიანი არჩევანი პარიზელის გამარჯვება იქნებოდა".

ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირება 20 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ორივე გუნდს 6-6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებენ.

რაც შეეხება კვარაცხელიას, ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული და ლიგა 1-ის 7 შეხვედრაში მოედანზე ჯამში მხოლოდ 377 წუთი გაატარა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    კვარა სამეულშია, თუმცა... | ლიზარაზუმ ოქროს ბურთზე თავისი ფავორიტი დაასახელა
    კვარა სამეულშია, თუმცა... | ლიზარაზუმ ოქროს ბურთზე თავისი ფავორიტი დაასახელა