მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„სუფთა რუსოფობიული მომენტი მისი მხრიდან“ | იანის პასუხი დვალიშვილს

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, პიოტრ იანმა, Kolos MMA-ს ინტერვიუ მისცა. იანმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა და შეკითხვა „მანქანის“ მიერ რუსეთის დროშასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარზეც დაუსვეს.

„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ჩხუბისთვის მზად ვარ. დვალიშვილთან რევანშის დანიშვნა გასაკვირი საერთოდ არ ყოფილა და ორგანიზაცია მერაბს მესამე ორთაბრძოლას დაპირდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ახლა ის თავმდაბალი გახდა. მასთან კამერებს მიღმა არ მისაუბრია და არც ვაპირებ.

ისლამ მახაჩევის ჩხუბის შემდეგ რუსეთის დროშაზე გაკეთებული კომენტარი? სუფთა რუსოფობიული მომენტი მისი მხრიდან. ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ეს ზუსტად მეტყველებს, რამდენად სულელია. სულ ესაა“.

შეგახსენებთ, რომ UFC 330-ზე, იან მაჩადო გარის დამარცხების შემდეგ, მახაჩევის გუნდის წარმომადგენლებმა რუსეთის დროშა გაშალეს. მერაბი პირდაპირ ტრანსლაციას უყურებდა და უკმაყოფილება გამოხატა, რადგან, მისი თქმით, UFC მას ოქტაგონში საქართველოს ან აშშ-ის დროშების შეტანის უფლებას არ აძლევდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „კარვა ჰარვა ვინაა?“ | IShowSpeed-მა ხვიჩას გვარი ისე გამოთქვა, პალმერი გაოგნებული დარჩა
    „კარვა ჰარვა ვინაა?“ | IShowSpeed-მა ხვიჩას გვარი ისე გამოთქვა, პალმერი გაოგნებული დარჩა