„შენი დრო მოვიდა“ - თანზილოვმა როსასი გამოიწვია
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველმა მებრძოლმა, ოთარ თანზილოვმა თქვა ვისთან ისურვებდა მომდევნო ჩხუბის გამართვას.
„უკვე ვიცი, ვისთან მინდა ჩხუბის გამართვა. ის ტოპ მებრძოლებს შორისაა, ამიტომ კარგი ჩხუბი იქნებოდა. შენი დრო მოვიდა, „ჩივივი“ [Chiwiwi - სუპერმსუბუქი წონის მექსიკელი მებრძოლის, რაულ როსასის საყვარელი ფრაზაა].
როსასმა ბოლოს ძალიან კარგად იჩხუბა. მზად ვარ, თუნდაც უახლოეს ღონისძიებაზე ვიჩხუბო. ღონისძიება კანადაშია? არაა პრობლემა. მერაბთან ერთად აბუ-დაბიში? თუ ჩხუბს ჩამინიშნავენ, მადლობელი ვიქნები“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თანზილოვმა UFC-ში პირველი ბრძოლა მოიგო - მან მალკოლმ უელმეიქერი მეორე რაუნდში დაანოკაუტა. მანამდე თანზილოვმა UFC-ში სადებიუტო ბრძოლა შეინ კოლინსთან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დათმო. სულ 28 წლის თანზილოვის ანგარიშზე 11 მოგება და 2 მარცხია.
რაც შეეხება 22 წლის რაულ როსასს, ის UFC-ში 2022 წლიდან ჩხუბობს. „პრობლემური ბავშვის“ ანგარიშზე 13 მოგება და 1 მარცხია. როსასი სუპერმსუბუქი წონის რეიტინგის მერვე ნომერია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს