გოგა ბითაძე, ჯეიმს ჰარდენი, დონოვან მიტჩელი, ფრანც ვაგნერი
Aa
Aa

2 ჩატენვა და 7 ქულა | ბითაძის ორლანდომ კლივლენდთან წააგო

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ NBA-ის ახალი რეგულარული სეზონისთვის ემზადება. ფლორიდელებმა პრესეზონის მორიგი შეხვედრა გამართეს და „კლივლენდ კავალიერსთან“ 105:119 დამარცხდნენ.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 12 წუთი და 24 წამი გაატარა. ბითაძემ 7 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. გოგამ 3-დან 3 ბურთი ჩააგდო, რომელთაგან ორი ჩატენვა გახლდათ, და 2-დან 1 საჯარიმო სროლა გამოიყენა. მის პასივში ერთი დაკარგვა და ორი პერსონალური ჯარიმა იყო.

„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 17 ქულა ტრისტან და სილვას ჰქონდა. ფრანც ვაგნერმა და პაოლო ბანკერომ მატჩი 10-10 ქულით დაასრულეს. „კლივლენდის“ მხრიდან საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი იყო — 24 ქულა, 4 მოხსნა. დონოვან მიტჩელმა 11 ქულა დააგროვა, NBA-ში დაბრუნებულმა მარიო ჰეზონიამ — 13.

ცნობისთვის, რეგულარული სეზონის დაწყებამდე „ორლანდოს“ კიდევ ორი შეხვედრა ელოდება. 14 ოქტომბერს „მეჯიქი“ „კლივლენდთან“ კიდევ ერთ მატჩს გამართავს, ხოლო 17 ოქტომბერს „მაიამი ჰიტს“ დაუპირისპირდება, რეგულარულს კი „ატლანტა ჰოუქსთან“ საშინაო შეხვედრით გახსნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მედალი გმირული ბრძოლების ფონზე - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
მედალი გმირული ბრძოლების ფონზე - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია