ოთარ თანზილოვი
Aa
Aa

„გეგმა მქონდა და მას მივყვებოდი, მაგრამ...“ | უელმეიკერმა თანზილოვი შეაქო

ოთარ თანზილოვმა UFC-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა და მალკოლმ უელმეიკერი დააფინიშა. ნოკაუტით წაგების შემდეგ ამერიკელმა მებრძოლმა კომენტარი გააკეთა და თანზილოვთან გამართულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„თავს კარგად ვგრძნობ და ტრავმები არ მაქვს. რაც შეეხება ბრძოლის საღამოს — გეგმას მივყვებოდი და ვგრძნობდი, რომ ეს მუშაობდა. მინდოდა, აქცენტი ტანში დარტყმებზე გაგვეკეთებინა და ახლო დისტანციაზე შევსულიყავი, რადგან აშკარაა, რომ ფეხით დარტყმების მხრივ, ძალიან საშიშია. ასევე, მინდოდა, მაღალი ტემპითა და აქტიური გაცვლებით გვესარგებლა.

ყველაფერი კარგად მიდიოდა... სანამ სიტუაცია რადიკალურად არ შეიცვალა. დარტყმა გავუშვი და ოთარი საქებარ სიტყვებს ნამდვილად იმსახურებს. ის ბრწყინვალე სტრაიკერია. ვიცოდით, რა კომპონენტებში იყო სახიფათო მეტოქე და მოსამზადებელი კემპისას ყველაფერი გავაკეთე. მაქსიმუმი გავიღე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მოსამატებელი მაქვს და მიზნისკენ სვლას გავაგრძელებ“.

ცნობისთვის, უელმეიკერის დამარცხების შემდეგ თანზილოვმა UFC-სგან ბონუსი მიიღო და „საღამოს საუკეთესო გამოსვლის“ ავტორი გახდა. ამ ბონუსის წყალობით, მან ორგანიზაციისგან 100 000 აშშ დოლარი დაიმსახურა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „პირველივე ვარჯიშზე სამი ფეხბურთელი მოატყუა“ | დიეგო დემემ კვარაზე ისაუბრა
    „პირველივე ვარჯიშზე სამი ფეხბურთელი მოატყუა“ | დიეგო დემემ კვარაზე ისაუბრა