„ვის იყიდის პსჟ კვარასა და დუეს შემცვლელად?“ - ფაბრიციო რომანოს შეფასება
საფეხბურთო ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ ბრაზილიელი ფორვარდი ვინისიუს ჟუნიორი შესაძლოა მადრიდის „რეალიდან“ „პსჟ“-ში გადავიდეს პარიზელთა გარემარბების, ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუეს ტრავმების გამო.
„ბოლო კვირებში ვინის გარშემო ბევრი საუბარია - ნაწილობრივ იმის გამო, რომ „პსჟ“ ორი ვარსკვლავური მოთამაშის, ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუეს ტრავმების პრობლემას შეეჯახა. „პსჟ“ ბაზარზე არსებულ ვარიანტებს სწავლობს, მაგრამ იმის მიხედვით, რაც ჩემთვისაა ცნობილი - და ეს დანამდვილებით ვიცი - ვინისიუს ჟუნიორსა და „პსჟ“-ს შორის არანაირი კონტაქტი არ არსებობს. ამას კი ორი მიზეზი აქვს.
პირველი: თავად ვინისიუსს არ სურს „რეალის“ დატოვება.
მეორე: „პსჟ“ სხვა ტიპის მოთამაშეს ეძებს: არა ვინისიუსის დონის სუპერვარსკვლავს, არამედ ახალგაზრდა ტალანტს, რომელიც კლუბის მომავლის ნაწილი გახდება. გარდა ამისა, პარიზში სურთ თავიდან აიცილონ ის პრობლემები, რომლებიც შესაძლოა შემადგენლობაში ვარსკვლავების სიჭარბემ გამოიწვიოს, როდესაც მწყობრში დაბრუნდებიან ისეთი მოთამაშეები, როგორებიც დუე და კვარაცხელია არიან.
ამგვარად, „პსჟ“ სხვა პროფილის ფეხბურთელზეა ორიენტირებული, „რეალში“ კი დარწმუნებულნი არიან, რომ ვინისიუსი მალე თავის საუკეთესო ფორმას დაუბრუნდება. თავის ბოლო მატჩში მან გოლი გაიტანა და მადრიდში ძალიან კმაყოფილნი არიან ბოლო კვირებში საქმისადმი მისი დამოკიდებულებით.
მან ახლახან გაიტანა „რეალის“ მაისურით, მანამდე კი ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ხუთი გოლით გამოიჩინა თავი. მადრიდში ყველა დარწმუნებულია, რომ ვინისიუსი კვლავ აკრეფს ფორმას და, რა თქმა უნდა, ის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არსად წავა. მით უმეტეს, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ივლისში, მან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ჟოზე მოურინიომაც გამოუცხადა მას მხარდაჭერა. ასე რომ, მაქსიმალურად მკაფიოდ რომ ვთქვათ: ამ ზამთარს ვინისიუსის „პსჟ“-ში არანაირი ტრანსფერი არ შედგება“,
- განაცხადა რომანომ სოციალურ ქსელ X-ში, DAZN Bet España-ს გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს