რონალდო ნაზარიო
Aa
Aa

რონალდო: ჩემს დროს ნამდვილი მკვლელები იყვნენ - დღევანდელი მოთამაშეებივით დაცული არ ვიყავი

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა რონალდომ სინანული გამოთქვა, რომ თავის დროზე მას ისე არ უფრთხილდებოდნენ, როგორც თანამედროვე ვარსკვლავებს.

„კიჭა“ საუბრობს თამაშის უხეშ სტილზე, რომელიც მის დროს იყო.

„ვისურვებდი, რომ მეც ასე დავეცავი. მაშინ იმდენად ვიტანჯებოდით. ჩვენს თაობაში ყველგან ნამდვილი მკვლელები იყვნენ. სადაც არ უნდა ჩავსულიყავი სათამაშოდ, ყველგან მხვდებოდნენ ასეთი ფეხბურთელები და არავინ გვიცავდა.

ახლა, მადლობა ღმერთს, მოთამაშეებს ბევრად უკეთ უფრთხილდებიან და ეს სწორია. მხოლოდ იმაზე მწყდება გული, რომ ჩემს დროს ასეთი დაცვა არ მქონდა“.

რონალდომ ასევე აღიარა, რომ „ბარსელონადან“ „ინტერში“ ფულის (უკეთესი პირობების) გამო გადავიდა.

„ბარსელონამ“ 20 მილიონად მიყიდა და ამ თანხის კარგი ნაწილი მეც მივიღე. იქ წელიწადში ორ მილიონს გამოვიმუშავებდი, „ინტერმა“ კი რვა შემომთავაზა. ამიტომ წასვლა გადავწყვიტე“,

- თქვა რონალდომ პოდკასტში Stick to Football.

ბრაზილიელმა კატალონიურ კლუბში ერთი სეზონი გაატარა (49 მატჩი, 47 გოლი, 13 საგოლე პასი). 1997 წლის ზაფხულში კი „ნერაძურის“ შეუერთდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები