„ესპანეთს არ შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატის მაროკოსთან ერთად ჩატარება, სანამ სეუტა ოკუპაციის ქვეშ იმყოფება“
ესპანური მემარჯვენე პარტია Vox-ის ლიდერი სანტიაგო აბასკალი სეუტაში შექმნილი მიგრაციული კრიზისის ფონზე მაროკოსთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ერთობლივად ჩატარების წინააღმდეგ გამოვიდა.
„ესპანეთს არ შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატის მაროკოსთან ერთად ჩატარება, სანამ სეუტა ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. ესპანეთს არ შეუძლია მაროკოსთან თანამშრომლობა ასეთ პირობებში.
სეუტაში ხალხი ქუჩაში ვერ გადის, სახლებს იკავებენ, ბიზნესი არ იხსნება ან მუდმივი ქურდობისგან ზარალდება, ბავშვები პარკში აღარ დადიან, ხანდაზმულებს ეშინიათ, სეუტაში ქალები სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან“,
- განაცხადა აბასკალმა წინასაარჩევნო დებატების დროს.
???????????????????? | ABASCAL DESTROZÓ A SÁNCHEZ EN EL DEBATE Y RECHAZÓ QUE ESPAÑA ORGANICE EL MUNDIAL 2030 CON MARRUECOS MIENTRAS CEUTA SIGUE INVADIDA: @Santi_Abascal: "España no puede coorganizar ningún tipo de Mundial con Ceuta invadida. España no puede colaborar con Marruecos en estas circunstancias". "La gente en Ceuta no puede salir a la calle, hay viviendas ocupadas, comercios que no abren o que están padeciendo robos permanentes, niños que ya no van al parque, ancianos que tienen miedo, mujeres que son víctimas de agresiones sexuales en Ceuta".
— La Derecha Diario (@laderechadiario) November 27, 2026
როგორც მოგეხსენებათ, 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს სამმა ქვეყანამ - ესპანეთმა, პორტუგალიამ და მაროკომ უნდა უმასპინძლოს.
შეგახსენებთ, 30 ივლისს, სეუტას ტერიტორიაზე შეღწევა მაროკოდან 70 ათასზე მეტმა მიგრანტმა სცადა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ქალაქში დარჩა, შტურმის მცდელობისას კი ათობით ადამიანი დაიღუპა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს