ხეტაფე
Aa
Aa

„აგრესია დაგვაკლდა“ - ხეტაფეს ფეხბურთელები იბერიასთან მატჩზე

„ხეტაფეს“ ფეხბურთელებმა, მარიო მარტინმა და დავიდ სორიამ კონფერენს ლიგაზე „იბერია 1999“-თან წაგებულ მატჩზე ისაუბრეს.

მარიო მარტინი:

„ასეთ შედეგს არ მოველოდით და მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას ამის გამო. ვცდილობდით წინ წასვლას და მომენტების შექმნას, მაგრამ არ გაგვიმართლა. როგორც საკუთარ, ისე მეტოქის საჯარიმოში აგრესია დაგვაკლდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ მძიმე ეტაპს გადავლახავთ. ასევე მადლობას ვუხდი ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც ესპანეთიდან თბილისში ჩავიდნენ და მატჩს ესწრებოდნენ. არ აქვს მნიშვნელობა, 30 იყვნენ, 10 თუ უფრო ნაკლები - მათი მხარდაჭერა ყოველთვის ბევრს ნიშნავს“.

დავიდ სორია:

„ბოდიშს ვუხდით გულშემატკივრებს. ვერ ვაჩვენეთ ის დონე, რომელსაც ეს ტურნირი მოითხოვს. ახლა ძალიან რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით და თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ. გასახდელში ყველანი გულდაწყვეტილები ვართ, მაგრამ წინ შემდეგი მატჩია და მდგომარეობა უნდა გამოვასწოროთ. „ესპანიოლთან“ მატჩს ისე უნდა შევხვდეთ, როგორც ფინალს“.

შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის მე-4 ტურში „იბერია 1999“-მა „ხეტაფეს“ უმასპინძლა და გიორგი ქობულაძის გოლით მოუგო.

4 ტურის შემდეგ „ხეტაფე“ 1 ქულით 36 გუნდიდან 34-ე ადგილზეა. რაც შეეხება ლა ლიგას, 13 ტურში ხოსე ბორდალასის გუნდმა მხოლოდ 12 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის მე-18 ადგილზეა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მძიმე მარცხი, რთული მომენტი“ | რა თქვა ბორდალასმა იბერია 1999-თან წაგებაზე
    „მძიმე მარცხი, რთული მომენტი“ | რა თქვა ბორდალასმა იბერია 1999-თან წაგებაზე