20 წლის ქალი ფეხბურთელის გაუპატიურებაში ბრალდებული თურქი ბიზნესმენი სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელი თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი, რომელსაც 20 წლის ფეხბურთელი ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
ქსკ „ლაანჩხუთის” 20 წლის ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შეცვალა, თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი წარდგენილ ბრალდებაში გაამტყუნა და სასჯელის სახით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ინფორმაციას 20 წლის ფეხბურთელის ადვოკატი ანა თავხელიძე ავრცელებს.
ბოლოს გეტყვით, რომ საქალაქო სასამართლომ 2026 წლის 22 სექტემბერს, მეჰმეთ უიარი გაამართლა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს