ნიკოლოზ სიხარულაშვილი, ამირან ძაგანია
Aa
Aa

„ორივე ფრონტზე საბრძოლველად საკმარისი რესურსი გვაქვს“ - მატჩის შემდგომი კომენტარები

„იბერია 1999“-მა კონფერენს ლიგის მე-4 ტურში „ხეტაფეს“ 1:0 მოუგო და პირველი ქართული ისტორიული სამი ქულა მოიპოვა.

ნიკა სიხარულაშვილი:

„მადლობა ყველას ვინც მოვიდა და გვერდში გვედგა. და მათ, ვინც თუნდაც ვერ მოახერხეს და ტელევიზორიდან გვადევნებდნენ თვალს, მათაც დიდი მადლობა.

ნუ, გოლის მომენტი... რაღაცა მაგარი გამოვიდა. ვიგრძენი ბურთი, ჩამოვიღე და კარგად ჩაირბინა ჩვენმა მარჯვენა მცველმა, გავაყოლე და კარგი გამოვიდა. რაც შეეხება კალენდარს, ძალიან გადატვირთული არის, რა ვიცი, ორ ფრონტზე ბრძოლა მართლა ძალიან რთულია, მაგრამ გვაქვს ჩვენ იმის რესურსი, რომ ვიბრძოლოთ როგორც ჩემპიონობისთვის, ასევე კონფერენს ლიგის ჯგუფიდან გასვლისთვის.

გასახდელი თავზე ჩამოვიმხეთ! ალბათ ყველაზე დიდი გამარჯვება არის, როგორც თითოეული ჩვენთაგანისთვის, ასევე ამ კლუბის ისტორიაში ალბათ ყველაზე დიდი გამარჯვება არის და კიდევ ერთხელ, კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას.“

ამირან ძაგანია:

„პირველ რიგში, ძალიან ბედნიერები ვართ, მადლობას ვუხდით გულშემატკივარს მობრძანებისთვის. თამაშს რაც შეეხება, ძალიან რთული თამაში გამოვიდა, მივიღეთ ძალიან დიდი გამოცდილება და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ გავიმარჯვეთ. რაც შეეხება საბას (საზონოვი), მართლაც რომ ძალიან ძლიერი მეტოქე იყო და პატივი იყო მასთან ერთად მინდვრის საფარის გაზიარება.

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი თამაშის მოგება ლა ლიგის გუნდთან, მით უმეტეს ასეთ საჩემპიონო ბრძოლაში ვართ, ახლა უფრო მეტი თავდაჯერება გვჭირდებოდა და მე ვფიქრობ, რომ მივიღებთ კიდეც.“

აქვე გეტყვით, რომ მე-5 ტურის მატჩს „იბერია 1999“ კვლავ საკუთარ კედლებში გამართავს. 10 დეკემბერს თბილისში სერბული „ცრვენა ზვეზდა“ ჩამოვა. მატჩი ჩვენი დროით 21:45-ზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები