„დრო არ უნდა დაკარგონ“ | ემანუელ პეტი პსჟ-ს იანვარში ტრანსფერებს ურჩევს
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ემანუელ პეტიმ, „პარი სენ-ჟერმენს“ ურჩია, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შემადგენლობა გააძლიეროს. ხვიჩა კვარაცხელიამ და დეზირე დუემ მძიმე ტრავმები მიიღეს და, პეტის თქმით, ფრანგულმა გრანდმა დრო არ უნდა დაკარგოს.
„ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ. შეიძლება იყვნენ ფეხბურთელები, რომლებიც დიდ კლუბებში თამაშობენ, მაგრამ არცთუ ისე კარგი პერიოდი უდგათ. რატომ უნდა დაკარგოთ ექვსი თვე ფეხბურთელის დასამატებლად?
ლუის ენრიკემ ორწლიან პერიოდში გუნდის ტრანსფორმაცია მოახდინა. თუ შეუძლია, ეს გააკეთოს იმ ფეხბურთელების მიმართ, რომლებიც სათანადო დონისგან შორს იყვნენ, ორ ახალ მოთამაშესთანაც იმავეს გააკეთებს“.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ 13 ქულა აქვს და ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. რაც შეეხებათ დუესა და კვარაცხელიას, არსებობს ვარაუდი, რომ ისინი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებენ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს