ჟორჟი გოლთან ძალიან ახლოს იყო - ვილიარეალმა სლავიას მოუგო
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მორიგ ტურში ვილიარეალი პრაღის სლავიას ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში ბუკანანის ერთადერთი გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა.
გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში უკვე გახსნილი იყო.
ჟორჟს მომენტები ბოლო წუთებში შეექმნა, როდესაც ვილიარეალი კონტრ-შეტევებზე თამაშობდა, რადგან მასპინძლები უკან მოუხედავად უტევდნენ.
88-ე წუთზე ჟორჟი მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა დარტყმა ვერ მოახერხა. დინამიკაში ისე აღიქმებოდა, რომ მცველმა მას ხელი ჰკრა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჟორჟს გოლის გატანაც შეეძლო. ის კიდევ ერთხელ დარჩა მეკარის წინ და ამჯერად დაარტყა კიდეც, თუმცა მეკარემ აუღო.
ვილიარეალმა ამ გამარჯვების შემდეგ, 6 ქულა დააგროვა და საუკეთესო 24 გუნდში მოსახვედრად იბრძვის. შემდეგ ტურში ყვითელი წყალქვეშა ნავი საბაჰს უმასპინძლებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს