„მათ ერთმანეთი რომ არ ჰყოლოდათ, უფრო ხანმოკლე კარიერა ექნებოდათ“ - პეპი მესი-რონალდუზე
„ბარსელონას“, „ბაიერნისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს მეტოქეობაზე ისაუბრა.
პეპი თვლის, რომ ორივე მათგანს ერთმანეთი ჰყავდა და ამდენ ხანს, ასეთ დონეზე სწორედ ამიტომ ითამაშეს.
„ვფიქრობ, ისინი ერთმანეთს ძალიან დაეხმარნენ. მესის რომ კრიშტიანუ არ ჰყოლოდა, ან კრიშტიანუს რომ არ ჰყოლოდა მესი, მათი კარიერა, ალბათ, უფრო მოკლე იქნებოდა. მაგრამ ისინი ერთმანეთს უკანა ხედვის სარკეებში უყურებდნენ, აკვირდებოდნენ, რას აკეთებდა მეორე და ამის გამო ფიქრობდნენ: „მინდა მასზე უკეთესი ვიყო, მინდა მასზე მეტი მოვიგო“.
რონალდუ - მხეცია მეტოქეობის წყურვილის თვალსაზრისით. მას არაფერი ადარდებს, გარდა გამარჯვებისა და საკუთარი თავის წარმოჩენის სურვილისა. ის ბომბარდირია. იტანს მარცხენა ფეხით, მარჯვენა ფეხით, თავით, ის შესანიშნავია“,
- განაცხადა გუარდიოლამ რომარიოსთან ინტერვიუში.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს