გიორგი გაგუა, დუნაისკა სტრედა
Aa
Aa

გაგუას ოპერაცია ჩაუტარდა - დუნაისკა სტრედას ოფიციალური განცხადება

საქართველოს ნაკრებისა და „დუნაისკა სტრედას“ ფორვარდს, გიორგი გაგუას ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ სლოვაკური კლუბი სოცქსელებში იტყობინება.

„სამწუხაროდ, „კომარნოსთან“ მატჩში გაგუამ მხოლოდ 20 წუთი ითამაშა. ქართველმა ფეხბურთელმა ლავიწის ძვალი მოიტეხა და უკვე ოპერაციაც ჩაუტარდა. გიორგის სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!“ - წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

 ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში გაგუამ 7 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა. რამდენიმე დღის წინ გაგუამ ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა - უკრაინასთან მატჩში გაგუამ გიორგი ჩაკვეტაძე შეცვალა.

„დუნაისკა სტრედა“, რომლის ღირსებასაც გაგუასთან ერთად ცოტნე კაპანაძეც იცავს, სლოვაკეთის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია და „სლოვანსა“ და „ჟილინას“ 10-10 ქულით უსწრებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ტირილს ან წუწუნის დაწყებას არ ვაპირებთ“ | ლუის ენრიკე კვარასა და დუეს ტრავმებზე
    „ტირილს ან წუწუნის დაწყებას არ ვაპირებთ“ | ლუის ენრიკე კვარასა და დუეს ტრავმებზე