შეჯახება ვარჯიშზე | ლოჩოშვილმა შესაძლოა ელვერსბერგთან ვერ ითამაშოს
ლუკა ლოჩოშვილის „კიოლნი“ მომდევნო შეხვედრას ბუნდესლიგის ეგიდით გამართავს. 28 ნოემბერს ქართველი ფეხბურთელის გუნდი „რაინ ენერგი შტადიონზე“ ითამაშებს და „ელვერსბერგს“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21:30-ზე დაიწყება.
გერმანული პრესის ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაში ლოჩოშვილის მონაწილეობა საეჭვოა. BILD-ის მიხედვით, ორშაბათს გამართული ვარჯიშისას ლუკა „კიოლნის“ თავდამსხმელს, რაგნარ ახეს, შეეჯახა და სავარჯიშო პროცესის დატოვება მოუწია.
ლუკას ყურის ტკივილი აწუხებდა და, შესაძლოა, იგი მომდევნო ტურში მოედანზე ვერ ვიხილოთ. „ლოჩოშვილის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა, თუმცა კიოლნში იმედი აქვთ, რომ „ელვერსბერგთან“ მატჩისთვის ის მზად იქნება“, — წერს გერმანული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ „კიოლნს“ 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიციას იკავებს. ლოჩოშვილსა და კომპანიას ბუნდესლიგაში 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ და ბოლოს 11 ოქტომბერს „გლადბახთან“ მოიგეს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს