ალჯამეინ სტერლინგი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„თქვენი კულტურა თუ ამის უფლებას გაძლევთ, საშინელებაა“ - სტერლინგმა მახაჩევს უპასუხა

აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი ინციდენტიდან უკვე ათ დღეზე მეტი გავიდა, თუმცა ემოციები არ ცხრება და როგორც მერაბ დვალიშვილის, ასევე უსმან ნურმაგომედოვის მხარდამჭერები კომენტარებს ლამის ყოველდღე აკეთებენ. გუშინ გავრცელდა ისლამ მახაჩევის კიდევ ერთი შეფასება, რომელიც ქართველ „მანქანას“ მოვლენების თბილისში პროვოცირებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებდა და დაღესტნელს ამ განცხადებაზე სათანადო პასუხი სოციალური ქსელის საშუალებით, მერაბის ახლო მეგობარმა და ქვემსუბუქი წონის მებრძოლმა ალჯამეინ სტერლინგმა გასცა, რომელმაც საინტერესო კომენტარი გააკეთა.

ალჯამეინ სტერლინგი

ისლამ, მე შენ ძალიან გაფასებ, მაგრამ თუ იმის თქმას ცდილობ, რომ შენი ქვეყნის კულტურა გაძლევთ იმის უფლებას, რომ ადამიანი ძალით გააკავო და თავში მუშტები და ფეხები ურტყა, ეს ნამდვილი საშინელებაა. არ არის საჭირო მშვიდობა და კომპრომისი? ადამიანს ხელი ჩამოართვით და შემდეგ ასე მოექეცით? ეს ფილმს ჰგავს, სადაც მარტო მყოფი ადამიანის გამოჭერას ცდილობენ და მერწმუნე, ეს ლაჩრული საქციელია. ამაში მამაცობას და კეთილშობილებას ნუ ეძებ, ისინი მართლები არ არიან. მგონია, რომ დახურულ კარს მიღმა სრულიად სხვა ადამიანი ხარ.

შეგახსენებთ, რომ ალჯამეინ სტერლინგმა თავისი ბოლო ბრძოლა რამდენიმე დღის წინ კატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაატარა და კევინ ვალეხოსთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა, რის შემდეგაც მერაბ დვალიშვილთან ერთად თბილისში ჩამოვიდა და მისი ახალი დარბაზის გახსნის პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო.

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ვიდეოს შემდეგ უმარი მერაბთან მივიდა“ | ალჯომ აბუ-დაბის ინციდენტის დეტალები გაამხილა
    „ვიდეოს შემდეგ უმარი მერაბთან მივიდა“ | ალჯომ აბუ-დაბის ინციდენტის დეტალები გაამხილა