„ამის შემდეგ თავს წავაცლი“ - თოფურია პიმბლეტის შესახებ
ამ ზაფხულს, ილია თოფურიამ UFC-ის მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დაკარგა, მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის ქარდზე ჯასტინ გეიჯისთან ორთაბრძოლა მეოთხე რაუნდის დაწყებამდე შეწყდა.
ამის შემდეგ თოფურიას რეაბილიტაციისთვის დიდი დრო დასჭირდა, თუმცა „ელ მატადორმა“ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ჩვეულ სავარჯიშო რეჟიმს დაუბრუნდა და გეიჯისთან რემატჩის დანიშვნას ითხოვდა. არსებობს მეორე ვარიანტიც - იმ შემთხვევაში, თუ გეიჯისთან რემატჩი არ გამოვა, თოფურია გაზაფხულზე პედი პიმბლეტთან ჩხუბითაც არის დაინტერესებული.
ცოტა ხნის წინ, ქართველმა მებრძოლმა კვლავ წამოაყენა იდეა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ტრიალებს - თოფურია პიმბლეტის წინააღმდეგ The Ultimate Fighter-ის მომდევნო სეზონის მწვრთნელების რანგში.
რას წერს ილია:
„მე და პედი The Ultimate Fighter-ის მწვრთნელები ვიქნებით, შემდეგ კი მას თავს წავაცლი.
თანამთავარი ბრძოლა: ჯასტინ გეიჯი არმან ცარუკიანის წინააღმდეგ.
წინასწარი ქარდის ბოლო ბრძოლა: მაკგრეგორი ჩენდლერის წინააღმდეგ“.
Paddy and I coach The Ultimate Fighter. Then I rip his head off. Co-main event: Justin Gaethje vs. Arman Tsarukyan. Last fight on the prelims: McGregor vs. Chandler.
— Ilia Topuria (@Topuriailia) November 23, 2026
თოფურიასთან The Ultimate Fighter-ში დაპირისპირების იდეა პირველად პიმბლეტმა გასულ თვეში გააჟღერა - მისი თქმით, მათი მონაწილეობა „რეიტინგებს დააბრუნებდა“ და პირობაც დადო, რომ გადაღებების ექვსი კვირის განმავლობაში თოფურიას ფსიქოლოგიურად გატეხდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს