ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

ვინც მხარს მიჭერს, იმსახურებს იცოდეს, რაც მოხდა | ალექსანდრე თოფურიას განცხადება

კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე UFC-ის ღონისძიებაზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი მებრძოლი, ალექსანდრე თოფურია მექსიკელ სანტიაგო ლუნასთან მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

ალექსანდრემ ამ ბრძოლასთან დაკავშირებით Instagram-ში დაწერა:

„გამარჯობა ყველას!

პირველ რიგში, მინდა ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადო ღმერთს, როგორც გამარჯვებისას, ისე მარცხისას.

არსებობს ისეთი რამ, რაც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება და რისი გამოსწორებაც იმ წუთას შეუძლებელია. ზუსტად ეს დამემართა გუშინ ღამით.

ბრძოლის პირველივე წუთზე მარცხენა მხარი ამომივარდა, რის გამოც ხელი ბრძოლის ბოლომდე სრულად გამეთიშა.

ამას არ ვამბობ იმისთვის, რომ ვინმეს რამე დავუკარგო ან მით უმეტეს, შედეგი გავამართლო. უბრალოდ მინდა გაგიზიაროთ, რა იყო ჩემი რეალობა გუშინ ღამით, რადგან ძალიან ბევრი კითხულობდა და ვთვლი, რომ ვინც მხარს მიჭერს, იმსახურებს იცოდეს, რაც მოხდა.

არაფერს ვნანობ და საკუთარ თავთან სასაყვედურო არაფერი მაქვს. ვიღებ იმას, რაც მოხდა, სიმშვიდით, რადგან ვიცი, რომ ყველაფერი გავიღე, როგორც ყოველთვის გპირდებით.

ყველაფერი მიზეზით ხდება. ეს მხოლოდ დასაწყისია.

მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, ყოველთვის''.

„ელ კონკისტადორის“ ანგარიშზე 7 მოგება და 2 მარცხია.

UFC-ში მესამე ბრძოლა გამართა და პირველად დამარცხდა. ორივე ბრძოლა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო - 2025 წლის თებერვალში კოლბი თიქნესთან და 2025 წლის ნოემბერში ბეკზატ ალმახანთან.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მეფესავით პოდკასტი - ლიანა ჯოჯუა
    მეფესავით პოდკასტი - ლიანა ჯოჯუა