თოფურია: 2027-ში მთავარი მოტივაცია ქამრის დაბრუნებაა
ილია თოფურიამ Red Corner MMA-სთან 2027 წლის მიზნებზე ისაუბრა.
„ელ მატადორის” მთავარი მიზანი ჯასტინ გეიჯისთან რევანშის გამართვაა.
რჩევა 2027 წლისთვის:
„მათ ვეტყოდი, რომ გარისკონ, რადგან არ გინდა უკან მოიხედო და ინანო, რომ არ გარისკე.“
მოტივაცია 2027 წლისთვის:
„ის, რაც 2027 წლისთვის მოტივაციას მინარჩუნებს, ჩემი ქამრის დაბრუნებაა. მინდა რემატჩი მივიღო და კვლავ მსოფლიო ჩემპიონი გავხდე.“
შთამაგონებელი ციტატა:
„ბევრი ასეთი ციტატა მაქვს. ერთ-ერთია: „შიშიც და რწმენაც მოითხოვს, რომ ირწმუნო ის, რაც არასდროს გინახავს“.“
შეგახსენებთ, რომ ილიას დაბრუნება 2027 წლის თებერვალი-მარტში იგეგმება. თუმცა, ჯერჯერობით არაფერია დადასტურებული. დიდი ალბათობით, „მატადორის” მეტოქე პედი პიმბლეტი ან ჯასტინ გეიჯი იქნება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს