მერაბ დვალიშვილი, საბა ლაზიშვილი
Aa
Aa

„ვერაფერი ვიგრძენი, ჭიდაობა დაიწყო“ | მერაბმა უსმანთან ჩხუბი გაიხსენა

მერაბ დვალიშვილი ნინა მარი დანიელეს სტრიმის სტუმარი იყო და უსმან ნურმაგომედოვთან და მის თანმხლებ პირებთან მომხდარი ჩხუბის შესახებ ისაუბრა.

ნინას შეკითხვა: „მერაბ, ცოტა სკანდალური შეკითხვა მაქვს. 1-დან 10-მდე, რამდენად ძლიერი და მტკივნეული იყო უსმანის დარტყმა?“

„სიმართლე გითხრა, ვერაფერი ვიგრძენი. არც კი დაურტყამს, ჭიდაობა დაიწყო და ფეხებში შემოვიდა, თეიქდაუნის გაკეთება სცადა. როდესაც მივხვდი, რომ ბევრნი იყვნენ, ხელებს ვიქნევდი, რადგან ერთ ადამიანზე არ ვიყავი კონცენტრირებული და ვცდილობდი, ყველასთვის მომერტყა.

ამ დროს ამ ბიჭმა სცადა, თეიქდაუნი შეესრულებინა. ერთი ბიჭი იყო, ტაგირ ულანბეკოვი, რომელსაც როდესაც გავეკიდე, ძალიან შეეშინდა. ჭიდაობა დამიწყო და თეიქდაუნის შესრულება სცადა. ჩხუბი მათ დაიწყეს და ბოლოს ისინი გარბოდნენ. ერთ მომენტში უსმანს მოვარტყი და ამ დროს შუბლში დამარტყეს — სისხლი სწორედ ამიტომ მომდიოდა. რამდენს დავუწერ 1-დან 10-მდე? ერთს“.

შეგახსენებთ, რომ უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები ჩხუბის შემდეგ დააკავეს და 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს. რაც შეეხება მერაბს, დვალიშვილი კატარში იმყოფება და ალექსანდრე თოფურიას ჩხუბს დაესწრება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ალექსანდრე თოფურია: „საკუთარ სახელს ვერ დაწერთ, ილიამ კი ასე 18 წუთზე მეტი იჩხუბა“
    ალექსანდრე თოფურია: „საკუთარ სახელს ვერ დაწერთ, ილიამ კი ასე 18 წუთზე მეტი იჩხუბა“