„ჩემს სიტყვებს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა“ | დოლიძე განცხადებას ავრცელებს
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და აბუ-დაბის ინციდენტზე ისაუბრა. „კავკასიელის“ თქმით, მაშინაც კი, როდესაც მისი პოზიცია მკაფიო და უკომპრომისოა, არ უხვევს კომუნიკაციის იმ ფორმას, რომელიც მის პრინციპებს შეესაბამება.
„ბოლო დღეებში ჩემ მიერ აბუ-დაბიში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მერაბისთვის ჩემი დამოკიდებულება ისედაც ნათელია. ამ ვიდეოს ადრესატები კი ისინი არიან, ვინც ჩემი თავდაპირველი განცხადება არასაკმარისად მკაფიოდ მიიჩნიაა და ჩემი პოზიცია ეჭვქვეშ დააყენა.
მინდა, ერთი რამ განვმარტო: ჩემი პოზიცია თავიდანვე მკაფიო იყო და დღესაც უცვლელია. მომხდარი ჩემთვის სრულიად მიუღებელი, არასწორია და ამ დამოკიდებულებას არაფერი შეცვლის. პატივს ვცემ ყველას, ვინც მომხდარს საკუთარი ემოციითა და სათქმელით გამოეხმაურა. განსხვავებული ტონი და გამოხატვის ფორმა არ ნიშნავს განსხვავებულ დამოკიდებულებას.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, ნებისმიერ საკითხზე საუბრისას, მათ შორის მაშინაც, როდესაც ჩემი პოზიცია მკაფიო და უკომპრომისოა, შევინარჩუნო კომუნიკაციის ის ფორმა, რომელიც ჩემს პირად პრინციპებს შეესაბამება. სიმართლე გითხრათ, სხვისი შეფასებების გამო, არ ვაპირებ ჩემი პოზიის თუ გამოხატვის ფორმის შეცვლას, თუმცა მიმაჩნია, განსხვავებული ფორმით დაფიქსირებული პოზიცია ამდენ ნეგატივს, ურთიერთშეურაცხყოფასა და ბულინგს არ უნდა იწვევდეს.".
რაც შეეხება დოლიძის თავდაპირველ განცხადებს, „კავკასიელმა“ თქვა: „ვნახე ვიდეო მერაბს რაც გადახდა თავს და ეს ნამდვილად არც სპორტულად და არც ადამიანურად სწორი საქციელი არ არის. ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას. ჩვენი ქართული ძალა ჩვენს ერთობაშია“.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს